Post Malone-ს მისი 4 თვის ქალიშვილის სახელის ინიციალები – „DDP” შუბლზე აწერია.
ტატუ არტისტმა ჩად როუმ, თავის ინსტაგრამ გვერდზე Post Malone-ის სახის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მავთულხლართები, შავი ტუზი და დიდი ასოებით ინიციალები აქვს დახატული. Billboard-ის მიერ დადასტურებული ინფორმაციით “DDP” რეპერის ქალიშვილის ინიციალებია.
„რამდენიმე წელია, რაც მე და @postmalone ერთმანეთს ვიცნობთ. მადლობა მას, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ტატუს გაკეთება მანდო. ეს ჩემთვის დიდი პატივია“ – წერს პოსტში ტატუ არტისტი ჩად როუ.
რეპერმა პირველად მაისში განაცხადა, რომ ის და მისი საცოლე შვილს ელოდებოდნენ, ერთი თვის შემდეგ კი, ჰოვარდ სტერნის საავტორო რადიო გადაცემაში მსმენელს ამცნო, რომ მამა გახდა.
მუსიკოსი თავისი ოჯახური ცხოვრების დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა, ცოტა ხნის წინ, აღიარა, რომ მამობა ძალიან ბედნიერს ხდის.
იხილეთ Post Malone -ის ახალი ტატუ მისი ქალიშვილის პატივსაცემად.