ტრიოს ახალი სიმღერა EDGING – ამ კვირაში გამოვა.
11 ოქტომბერს Blink-182 – განაცხადა, რომ ისინი კვლავ თავის ყოფილ წევრთან, ტომ დელონგთან ერთიანდებიან. ჯგუფი 2023 წლის მსოფლიო ტურნეს და მომავალ სიმღერას აანონსებს.
ჯგუფის ორჯერ დატოვების შემდეგ, ერთხელ 2005 წელს და მეორედ 2014 წელს, დელონგი ბენდს კვლავ უბრუნდება, გიტარისტ და მომღერალ მარკ ჰოპუსთან და დრამერ ტრევის ბარკერთან ერთად.
ტურნე 11 მარტს, ტიხუანაში, (მექსიკა), ფესტივალ Imperial GNP დაიწყება, სადაც 12 აპრილის ჩათვლით, სამხრეთ ამერიკაში და მექსიკაში იმოგზაურებენ. ბენდი 4 მაისს ჩრდილოეთ ამერიკაში განაგრძობს ტურნეს – შოუში: Xcel Energy Center. ჯგუფს შემდეგი კონცერტი 16 ივლისს აქვს ჩანიშნული Bridgestone Arena-ზე, ნეშვილში და სექტემბრიდან ტურნეს უკვე ევროპაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში განაგრძობენ.
Blink 182-ს ფანებისთვის ყველაზე ამაღელვებელი მათი ახალი სიმღერის Edging-ის გამოსვლაა, რომელიც ბენდმა სტუდიაში 10 წლის შემდეგ პირველად ჩაწერა. ენთუზიაზმით სავსე ჯგუფმა ტურნესთვის პრომო ვიდეოც შექმნა.
ტურნეს ბილეთების გაყიდვა 17 ოქტომბრიდან დაიწყება. გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, ბენდი 2023 წელს, Lollapaloozas-ზე, ჩილეში, არგენტინასა და ბრაზილიაში, ბილი ეილიშთან, დრეიკთან და ლილ ნას X-თან ერთად წარდგება. ასევე, 2023 წელს Green Day-თან ერთად, ფესტივალ We Were Young – ში მიიღებენ მონაწილეობას.
Blink 182-ს ერთ-ერთმა წევრმა ჰოპუსმა განაცხადა, რომ ის მემუარებს წერს, რომელიც მის ცხოვრებას, მძიმე სენთან ბრძოლას და მათი ჯგუფის წარმატების გზას ასახავს.
მსოფლიო ტურნე სამხრეთ ამერიკაში ბენდ Wallows-სთან ერთად გაიმართება, ჩრდილოეთ ამერიკაში ბენდ Turnstile-თან, ევროპაში – პოპ პანკ ჯგუფ The Story So Far-თან, ხოლო ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში, პანკ-როკ ჯგუფ Rise Against -თან ერთად.
ნახეთ, Blink 182 – ტურნეს პრომო ვიდეო: