ჯენეტ ჯექსონი ძმისშვილთან, პერის ჯექსონთან ერთად გადაღებულ იშვიათ ფოტოს აზიარებს

პერისი ოჯახთან ურთიერთობის დეტალებს, როგორც წესი, არ ასაჯაროებს.
ჯენეტ ჯექსონი პარიზის მოდის კვირეულზე
Edward Berthelot/GC Images

მიუხედავად იმისა, რომ ჯენეტ ჯექსონი ოჯახურ დეტალებს ხშირად არ აზიარებს, ახლახან, მან ინსტაგრამსა და ტვიტერზე ფოტო დადო, სადაც ძმისშვილთან, პერის ჯექსონთან ერთად პოზირებს.

„რა კარგია ჩემს ლამაზ ძმისშვილთან შეხვედრა”, – წერს მომღერალი. 

მამიდისა და ძმისშვილის მხრიდან ასეთი საჯაროდ გაზიარებული მომენტები ძალიან იშვიათია. 2018 წელს, მას შემდეგ, რაც პერისი ბილბორდის დაჯილდოებაზე არმისვლის გამო გააკრიტიკეს (სადაც  ჯენეტ ჯექსონი იყო წარდგენილი), მან განაცხადა, რომ ცდილობს, ოჯახური ამბები მაქსიმალურად პრივატულად შეინახოს. 

„ძვირფასო გამომწერებო, მეგობრებო, გულშემატკივრებო და კრიტიკოსებო, ძალიან გთხოვთ, არ მასწავლოთ, მომთხოვოთ, ან ეცადოთ, გამიკონტროლოთ, თუ როგორ წარვმართავ ურთიერთობებს ადამიანებთან. განსაკუთრებით კი, ჩემს ოჯახთან”, – წერდა მაშინ პერისი თავის ინსტაგრამზე. „მესმის, რომ ზოგი თქვენგანი რაღაც ტიპის კავშირს გრძნობს ჩვენთან, გამომდინარე იქიდან, რომ გვიყურებდით, როგორ ვიზრდებოდით. თუმცა, მე სიტუაციებს ვმართავ ისევე, როგორც ამას მამაჩემი აკეთებდა. მე ყოველთვის მექნება სიყვარული და პატივისცემა ჩემი ოჯახის მიმართ.”

ნახეთ ჯენეტისა და პერისის ფოტო

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გამოვიდა ტინა ტერნერის ბარბი

შემდეგი სტატია

კრისტინა აგილერა ახალ ვიდეოკლიპს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი