კადრს მიღმა ფოტოები გადასაღები მოედნიდან. კიპი სიმღერაზე სახელწოდებით Ojalá არის გადაღებული. ფოტოებს Billboard- ექსკლუზიურად გთავაზობთ.
კლიპის რეჟისორი დიანე მარტელი, სამუშაო პროცესში ადამ ლევინთან, მალუმასთან და მხატვრებთან ერთად.
Maroon 5 -ის სოლისტი სიმღერაში Ojalá, ესპანურ ენაზე პირველად მღერის. პროექტი, ლეიბლ The Rudeboyz-თან თანამშრომლობით შეიქმნა.
ლეიბლმა სოციალურ მედიაში, კლიპის ვიდეო თიზერი გამოაქვეყნა და ასეთი ტექსტი დაურთო: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, იმ ადამიანებთან ერთად, რომელთან მუშაობითაც აღფრთოვანებულები ვართ, თვალი ადევნეთ @maluma -ს და @adamlevine -ს“.
კომპანია The Rudeboyz-მა პუერტო-რიკოელ პროდიუსერთან და სიმღერების ავტოთან Tainy-თან და ლეიბლ NEON16-თან თანამშრომლობას ხელი მოაწერა. მათ შექმნილი აქვთ ჰიტები ისეთი არტისტებისთვის, როგორებიც არიან: შაკირა, სეჩი, ჯენიფერ ლოპესი, პრინცი როისი, სებასტიან იატრა და სხვები.
ახალ კომპანიასთან თანამშრომლობა მას შემდეგ გახდა ცნობილი, როცა Maroon 5 -ის ვოკალისტს, ცოლის – ბეჰატი პრინსლოსი ღალატში დაადანაშაულეს. სექტემბრის თვეში ცნობილმა ინფლუენსერმა და მოდელმა სემნერ სტროჰმა განაცხადა, რომ მას და ლევინს რომანი ჰქონდათ და მომღერალი, მისი მომავალი შვილისთვის სამნერის დარქმევას აპირებდა.
ადამ ლევინმა კი, რომანი უარყო: „ჩემზე ბევრს ჭორაობენ და მსურს ყველაფერს ნათელი მოვფინო. არასწორი ვარ იმაში რომ ჩემი მეუღლის გარდა ვინმესთან ფლირტი წამოვიწყე. მიუხედავად ამისა მე რომანი არ მქონია. სამწუხაროა, რომ რაღაც ზღვარი გადავკვეთე, რომელიც ალბათ შეუსაბამო იყო. მე ამ რეალობის წინაშე დავდექი და ახლა ვდგამ ნაბიჯებს, რომ ეს ჩემ ოჯახთან გამოვასწორო“ – აღნიშნა ინსტაგრამ სთორიზე მომღერალმა.