კანიე უესტის ანტისემიტური განცხადებების გამო, კომპანია Gap მის პროდუქტებს გაყიდვიდან ამოიღებს

ბრენდმა უკვე დახურა რეპერის ონლაინ მაღაზია Yeezygap.
კანიე უესტი Vanity Fair-ის ოსკარის წვეულებაზე
JEAN-BAPTISTE LACROIX/AFP via GI

ტანსაცმლის ბრენდი „გეფი” განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ის დაუყოვნებლივ ნაბიჯებს დგამს, რომ კანიე უესტთან დაკავშირებული ყველანაირი პროდუქტი გაყიდვიდან ამოიღოს. მიზეზი რეპერის მიერ გაკეთებული ანტისემიტური კომენტარებია. 

„სექტემბერში ჩვენ განვაცხადეთ Yeezy Gap-ის თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ. ჩვენი ყოფილი პარტნიორის ბოლოდროინდელი განცხადებები და ქმედებები ნათელს ხდის, თუ რატომ. ანტისემიტიზმი, რასიზმი და ნებისმიერი ფორმის სიძულვილი უპატიებელი და შეუსაბამოა ჩვენს ღირებულებებთან. ჩვენი მომხმარებლის, თანამშრომლებისა და მეწილეების სახელით, ურთიერთობა გვაქვს მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც ებრძვიან სიძულვილსა და დისკრიმინაციას”, – ნათქვამია „გეფის” განცხადებაში.

რეპერის ბოლოდროინდელმა სადავო ინტერვიუებმა, ასევე მისმა მაისურმა წარწერით “White Lives Matter” საბოლოოდ მისი ბიზნესის ნგრევა გამოიწვია. კომპანია ადიდასმა ასევე მიიღო მასთან თანამშრომლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება. „ადიდასი არ დაუშვებს ანტისემიტიზმსა და ნებისმიერი სხვა სახის სიძულვილის ენას. კანიეს კომენტარები და ქმედებები ჩვენთვის მიუღებელი, სიძულვილით სავსე და საშიშია. ის არღვევს კომპანიის ღირებულებებს მრავალფეროვნების, ინკლუზიისა და საერთო პატივისცემის შესახებ.”

რეპერს შეეზღუდა წვდომა ტვიტერსა და ინსტაგრამზეც. მის მიერ გავრცელებული ანტისემიტური პოსტების გამო. მასთან ურთიერთობა გაწყვიტა ბალენსიაგამაც. 

კანიე უესტის ყოფილი მეუღლე კიმ კარდაშიანი და მისი და ქლოი ასევე გმობენ რეპერის ქმედებებს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ვკვდები, როგორც ქვეყანა” –  წარმოდგენა მარჯანიშვილის თეატრის სხვენში

შემდეგი სტატია

ქართველი მუსიკოსების დებიუტი ბერლინის კონცერტჰაუსში

შეიძლება დაგაინტერესოთ

Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი