ბიონსემ ინსტაგრამზე 2022 წლის Wearable Art Gala-ს კულისებიდან გლამურული ფოტოები დადო.
პირველ სლაიდშოუში ვარსკვლავი მეუღლესთან ერთად პოზირებს. იქვე წარმოდგენილია იმ კაბის ესკიზიც, რომელიც მომღერალს აცვია და რომელიც გუჩის მოდის სახლმა შექმნა. მეორე სლაიდშოუში კი ბიონსეს 10 წლის ქალიშვილი ბლუ აივი კარტერიც ჩანს, რომელსაც ლურჯი კოსტიუმი აცვია და დედამისის 80.000 დოლარიანი საყურე უკეთია.
ბიონსემ ფოტო გადაიღო მის მოსწავლეებთან ქლოი და ჰოლი ბეილებთანაც. სტუმრებს შორის ასევე იყვნენ ლუპიტა ნიონგო, კელი როულენდი, მიშელ უილიამსი.
ღონისძიება საქველმოქმედოა და ბიონსეს დედის, ტინა ნოულზის ორგანიზებით ტარდება.
Ნახეთ ბიონსეს, ჯეი-ზისა და ბლუ აივის ფოტოები.