მომღერალი და მსახიობი ლი ჯიჰანი სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, ჰელოუინის დღესასწაულების დროს მომხდარი ჭყლეტის დროს დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ, ვარსკვლავის წარმომადგენლობითმა ორმა სააგენტომ: 935 Entertainment და 9Ato Entertainment, კვირას 30 აპრილს დაადასტურეს.
1998 წლის 3 აგვისტოს დაბადებული ლი ჯიჰანის პირველი ნაბიჯები კორეული სიმღერის კონკურსის Produce 101-ში მონაწილეობით დაიწყო, სადაც საუკეთესო 11 მონაწილეს ეძებდნენ.
2019 წელს კონკურსში მონაწილეობის შემდეგ ლიმ კორეულ დრამაში Today Was Another Namhyun Day-ში წარმატებით ითამაშა. იგი აქტიურად თანამშრომლობდა სააგენტოებთან 935 Entertainment და 9Ato Entertainment, რომლებიც სამხრეთ კორეაში მსახიობებს კარიერულ ზრდაში უწყობენ ხელს.
Produce 101-ის ყოფილმა კონკურსანტებმა პარკ ჰესოკმა და კიმ დოჰიუნმა თავიანთ ოფიციალურ ინსტაგრამზე თანაგრძნობა გამოხატეს მომღერლის და მსახიობის ლი ჯიჰანის გარდაცვალების გამო.
ლი ჯიჰანი ერთ-ერთია იმ 153 ადამიანს შორის, ვინც სეულში ჰელოუინის დროს ხალხმრავალი ინციდენტის დროს ჭყლეტაში მოხვდა და დაიღუპა. კორეის მთავრობამ ეროვნული გლოვის დღე გამოაცხადა, რომელიც 5 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამ შემთხვევის ფონზე კი K-pop (კორეული პოპ) მუსიკის რამდენიმე ღონისძიება გაუქმდა და გადაიდო. ტრაგედიის შესახებ მწუხარება გამოთქვეს არტისტებმა PSY, ENHYPEN და სხვა ცნობილმა ხელოვანებმა.