Imagine Dragons და The Strokes  მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მუსიკალურ ფესტივალზე,  Lollapalooza -ზე ინდოეთში, (ქალაქ ბომბეიში) მთავარ გამომსვლელად წარდგებიან

პირველად Lollapalooza-ს მუსიკალური ფესტივალი 2023 წლის იანვარში, ინდოეთში ჩატარდება და მისი მთავარი გამომსვლელები – როკ ჯგუფები Imagine Dragons და The Strokes იქნებიან.
Imagine Dragons - ფოტო: ნილ კრუგი
Imagine Dragons – ფოტო: ნილ კრუგი

ფესტივალი ბომბეიში Mahalaxmi Racecourse-ზე, 28-29 იანვარს გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან  ბილეთების პლატფორმის და გასართობი ინდუსტრიის მსხვილი ინდური კომპანია BookMyShow და ცნობილი პროდიუსერები პერი ფარელი და C3 Presents-ი. ფესტივალი Lollapalooza ინდოეთში პირველად ჩატარდება, ათწლეულების განმავლობაში აღნიშნული ფესტივალი ჩატარდა სანტიაგოში, სან პაოლოში, ბუენოს-აიერესში, ბერლინში, პარიზში და სტოკჰოლმში.

სხვა ცნობილი შემსრულებლები, რომლებიც ფესტივალ Lollapalooza-ზე გამოვლენ  არიან:  Greta Van Fleet და The Wombats, Got7-ს ჯგუფის წევრი ჯეკსონ ვანგი, პოპ არტისტები – ალეკ ბენჯამენი, ჩელსეა კატლერი, Japanese Breakfast და რავენა, Cigarettes After Sex, ელექტრონული მუსიკის პროდიუსერები და შემსრულებლები Apashe, Diplo, Imanbek, Kasablanca, Madeon და Zhu. 

ფესტივალის გამომსვლელთა სიაშია ინდო-კანადელი რეპერი AP Dhillon-ია, რომელიც Spotify-ზე და Apple Music-ზე ინდოეთის ყველაზე მოსმენადი არტისტია. ასევე, რეპერი Divine და Prateek Kuhad, როკ ჯგუფი The Yellow Diary და მეტალ ჯგუფი Bloodywood, რომლის ალბომიც  Rakshak  ალბომების გაყიდვებით მარტში ბილბორდის ტოპ ასეულში მოხვდა.

Lollapalooza-ს ფესტივალზე  ორმოცამდე არტისტი სამოცი ათასი მსმენელის  წინაშე წარდგება. ბილეთების შეძენა საიტზე lollaindia.com უკვე დაწყებულია.

ნახეთ ფესტივალ Lollapalooza-ს მონაწილეები სრულად:

პირველად Lollapalooza-ს მუსიკალური ფესტივალი  2023 წლის იანვარში, ინდოეთში ჩატარდება და მისი მთავარი გამომსვლელები - როკ ჯგუფები Imagine Dragons და The Strokes იქნებიან.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Frienduh – კატო გიორგაძისა და პაპუნა შარიქაძის ახალი ნამუშევარი 

შემდეგი სტატია

Circus Mircus

Circus Mircus-ის თავბრუდამხვევი კონცერტი MONO HALL-ში

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

მომღერალი მარიამ შენგელია 2025 წელს რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდება.
მეტი
Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი