ელტონ ჯონმა ჯონი მიტჩელისგან ინტერვიუ აიღო, სადაც ფოლკის ლეგენდამ მის მუსიკალურ კარიერაზე, ნიუპორტის ფოლკ ფესტივალსა და სხვა თემებზე ისაუბრა.
მიტჩელის თქმით, ახლა ცდილობს ფესტივალზე გამოსვლის ლაივ ჩანაწერი გამოუშვას. მომღერალმა ისიც აღნიშნა, რომ არც ერთი რეპეტიცია არ გაუვლია ორი დეკადის შემდეგ სცენაზე მისი პირველი გამოსვლისთვის.
-„შენ კი ადექი და გიტარაზე დაუკარი”, – აღნიშნა ელტონ ჯონმა.
-„კი და მერე დავფიქრდი, რა გავაკეთე. სიმღერა ვერ ვიმღერე – ალტო გავხდი, სოპრანო აღარ ვარ. ამიტომ ვიფიქრე, გიტარის პარტია დამეკრა. ჩემდა სასიხარულოდ, ხალხმა ეს კარგად მიიღო”.
მიტჩელმა ასევე ისაუბრა 1960-70-იანი წლების ფოლკ მოძრაობის გავლენაზე მის ადრეულ მუსიკაზე. იმაზეც, თუ როგორ ადარებდნენ იმ დროს მამაკაც მუსიკოსებს. „ძალიან ბევრი კრიტიკა მივიღე. ვფიქრობ, კაცი მუსიკოსები ბრაზდებოდნენ. ფიქრობდნენ – ახლა ჩვენც ასე უნდა გავაშიშვლოთ ჩვენი ფიქრები? ეს ანერვიულებდა მათ. უფრო მეტად, ვიდრე ამ თაობას. მათ უფრო ადვილად შეუძლიათ ემოციებს თვალი გაუსწორონ, ვიდრე ჩემს თაობას.”