ბიონსე თავის სტილისტ ტაი ჰანტერთან ერთად წლების განმავლობაში მუშაობდა. მათ არა ერთი საკულტო იმიჯი შექმნეს. ერთ-ერთი გამორჩეული მძივებიანი შავი კაბაა, რომელიც ბიონსეს 2014 წლის Met Gala-ზე ამშვენებდა. პოდკასტ People Every Day-ში, მოდის ექსპერტმა ჰანტერმა მუსიკის კერპებზე და შთაგონების წყაროებზე ისაუბრა.
პირველ რიგში ჰანტერმა ყურადღება რიკარდო ტისის მიერ შექმნილ ჟივანშის სამოსზე გაამახვილა, რომელიც გალას მთავარი თემისთვის „ჩარლზ ჯეიმს: მოდის მიღმა“-სთვის იყო შექმნილი. „რიკარდო უბრალოდ ამ ყველაფერს მარტივად ხვდება, მას შეუძლია ფოტოდან ესკიზი ისე გააცოცხლოს, რომ იდენტური გამოსახულება მიიღოს.“ – თქვა ჰანტერმა პოდკასტში საუბრისას.
ცნობილმა სტილისტმა ბიონსეს ჩაცმულობაზეც ისაუბრა, რომელიც მომღერალს 2014 წლის Met Gala-ზე ეცვა და აღნიშნა, რომ მისი ინსპირაციის წყარო ამ შემთხვევაში დაიანა როსი იყო. „ეს დაიანას პატივსაცემად შევქმენით, რომელიც მართლაც ჩემი ფავორიტია.“
ჰანტერმა სულ ახლახან თავისი მემუარები Makeover From Within: Lessons in Hardship, Acceptance, and Self-Discovery გამოუშვა. სტილისტმა წიგნის წინასიტყვაობის დაწერა სუპერ ვარსკვლავ ბიონეს სთხოვა. მომღერალმა უპასუხა: „ჩემთვის ეს პატივია და ამას სიამოვნებით გავაკეთებ“.
„სიტყვები, რომელიც მან დაწერა, იმდენად ამაღელვებელია ჩემთვის, რომ ყოველ ჯერზე, როცა მას ვკითხულობ, ცხარე ცრემლით ვტირი” – თქვა ბიონსეს სტილისტმა ტაი ჰანტერმა.