ჯუდით ჰილის მუსიკალური საღამო „რესპუბლიკაში”

ჯუდით ჰილი
Smallz + Raskind

18 ნოემბერს „რესპუბლიკაში” მსმენელის წინაშე კალიფორნიელი მულტიინსტრუმენტალისტი შემსრულებლის, ჯუდით ჰილის მუსიკალური საღამო გაიმართება. 

ჯუდით ჰილის ხმა ყველასთვის ნაცნობია. ის მღეროდა ისეთი მუსიკოსების ბექვოკალში, როგორებიც არიან სტივი უანდერი, ელტონ ჯონი, რობი უილიამსი და სხვები.

ჯუდით ჰილის კარიერის ყველაზე გამორჩეული მოვლენა მაიკლ ჯექსონთან დუეტია. სიმღერა “I Just Can’t Stop Loving You” მათ 2009 წელს  This Is It ტურნეს ფარგლებში ერთად უნდა შეესრულებინათ. თუმცა ტურნემდე ჯექსონი გარდაიცვალა. დაკრძალვის ცერემონიალზე სწორედ ჯუდითს ხვდა წილად პატივი, შეესრულებინა თავად პოპის მეფის სიმღერა “Heal the World”, რაც ცერემონიალის ერთ-ერთ კულმინაციურ მომენტად იქცა. ამის შემდეგ ჯუდითმა თავისი პირველი სინგლი “I Will Always Be Missing You” გამოსცა, რომელიც სწორედ მაიკლ ჯექსონს მიუძღვნა. 

ჯუდით ჰილი საკუთარ თავს თამაშობს ფილმში 20 Feet from Stardom, რომელმაც საუკეთესო მუსიკალური ფილმისთვის გრემი, ხოლო საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის ოსკარი დაიმსახურა. ფილმი ბექვოკალისტების ცხოვრებაზეა. 

მომღერალს გამოცემული აქვს 4 ალბომი. მის სადებიუტო ალბომზე Back in Time თავად პრინცმა იმუშავა. Მუსიკოსმა ბექვოკალისტის შესახებ მაშინ გაიგო, როცა ჯუდითი სატელევიზიო ინტერვიუში ამბობდა, რომ პრინცთან მუშაობაზე ოცნებობდა. პრინცი გოგონათი დაინტერესდა და მისი სიმღერების მოსმენის შემდეგ  ჯუდითის პირველი ალბომის პროდიუსერიც გახდა. 

ნახეთ ჯუდით ჰილის მიმართვა ქართულ აუდიტორიას

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რობერტა ფლეკს ALS-ს გამო სიმღერა აღარ შეუძლია 

შემდეგი სტატია

ნიკ კარტერი აარონ კარტერის სახელზე ფსიქიკური ჯანმრთელობის ფონდს ქმნის 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ზვიად ბოლქვაძის და რანინას ბავშვების კონცერტი ფილარმონიაში

5 ოქტომბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში SPARKS-ის ორგანიზებით ზვიად ბოლქვაძისა და რანინას ბავშვების კონცერტი გაიმართა.
მეტი
Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი