22 ნოემბერს, სემ სმითი – მიშელ ვისაგესთან, BBC-ის პოდკასტ Rule Breakers-ში ისაუბრა. მათ არაბინარული გენდერული იდენტობის საკითხი და მომღერლის მომავალი ალბომი განიხილეს.
„ვფიქრობ, მე ყოველთვის არაბინარული, ქვიარი ვიყავი. თავს მუდამ ასეთად ვგრძნობდი. ვერც კი წარმოიდგენთ, რა გვიან გავიგე ამ სიტყვის არსი და მნიშვნელობა, დაახლოებით 25-26 წლის ვიქნებოდი. ვიღაცამ ამიხსნა, რა მნიშვნელობას ატარებდა ეს სიტყვა და მე მივხვდი, ეს არის ადგილი, სადაც მე არსებობა შემიძლია. ეს ჯადოსნობას ჰგავდა. ძალიან სტრესული და მძიმე იყო ჩემთვის ეს ყველაფერი, მაგრამ როდესაც ეს სიტყვები აღმოვაჩინე, ვიპოვე თანამოაზრეები. წლების განმავლობაში პირველად ვიგრძენი შინაგანი სიმშვიდე და ეს საოცრება იყო.“– განმარტა მომღერალმა მიშელ ვისაგესთან საუბრისას.
როდესაც მიშელ ვისაგემ, სემ სმითს იმ თაყვანისმცემლებისთვის რჩევის მიცემა სთხოვა, ვინც საკუთარი იდენტობის აღმოჩენის პროცესში არიან, სმიტმა თავისი მომავალი სტუდიური ალბომი Gloria ახსენა. ალმობი 27 იანვარს, Capitol Records-ის მეშვეობით გამოვა.
„თითოეულ ჩვენგანში მებრძოლის ხმაა, რომელსაც უბრალოდ უნდა მოუსმინოთ. ჩემს ალბომი Gloria-ა ჰქვია, რომლის სახელწოდებაც ჩემ შინაგანი ხმას აღნიშნავს. ეს ხმა ჩემს თავში, მეუბნება – შენ ამის გაკეთება შეგიძლია.“
სემ სმითის სიმღერა Unholy ბილბორდის საუკეთესო ასეულში პირველ ადგილს იკავებდა, სადაც კიმ პეტრასი მონაწილეობს, სიმღერა ახალ ალბომში, ადრე გამოშვებულ სინგლ Love Me More-თან ერთად იქნება შესული.
ნახეთ, მიშელ ვისაგეს, BBC-ის Rule Breakers-ის ეპიზოდი, სემ სმითთან ერთად.