2022 წელს Drake Spotify-ზე ყველაზე ხშირად სხვა ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავს უსმენდა

წარსულში Drake-მა გარდაცვლილი მუსიკოსი თავის სიმღერაშიც შეაქო.

მას შემდეგ, რაც Spotify-მ წლის შემაჯამებელი ე.წ. Wrapped კამპანია დაიწყო, კანადელმა რეპერმა Drake-მა გააზიარა ინფორმაცია, თუ ვის უსმენდა წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად. 

Drake-მა Instagram-ის ისტორიაში გაამხილა, რომ ამ სიაში მოწინავე არტისტი გარდაცვლილი რეპერი თუფაქ შაკურია. Drake-ის თქმით, 2Pac-ს 246 წუთის განმავლობაში უსმენდა, რითაც 2022 წლის მონაცემებით, თუფაქ შაკურის მსმენელთა მოწინავე შვიდ პროცენტში მოხვდა. 

ეს გასაკვირი არც უნდა იყოს. წარსულში Drake საკმაოდ ხშირად ახსენებდა შაკურს. „თუკი შემეძლებოდა ვინმეს დავმსგავსებოდი, ეს 2Pac იქნებოდა“ – თქვა Drake-მა 2011 წელს Boombox-თან საუბრისას. „ვფიქრობ, რომ გარდა თავისი მუსიკისა, რომელიც სრულიად არაჩვეულებრივი იყო, ის ადამიანებს საკუთარი თავით ხიბლავდა. ის თავისუფალი სული იყო და არაფერი ადარდებდა, აკეთებდა უბრალოდ იმას, რასაც გრძნობდა. ვისურვებდი, რომ ჩემს პიროვნებაში სულ ცოტა 2Pac იყოს. ამაზე ვმუშაობ”

Spotify-ის ყოველწლიური შემაჯამებელი Wrapped კამპანია, პირველად 2016 წლის დეკემბერში დაიწყო.  მუსიკალური სტრიმინგ სერვისი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გასული წლის აქტივობის მონაცემები ნახონ და შემდეგ ეს ინფორმაცია სოციალური მედიის მეშვეობით გააზიარონ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბილი აილიშის თქმით, შეყვარება მისთვის რთულია: „ეს საშიში რამ არის“

შემდეგი სტატია

სერიალ The Crown-ის მეხუთე სეზონის საუნდტრეკი 90-იანი წლების, საკულტო ეპოქას გვახსენებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up - Tropic Ananana

Tropic Ananana – მუსიკა, იმპროვიზაცია და ბევრი გართობა Red Bull Turn It Up-ზე

„ჩემგან მხოლოდ ერთ რამეს უნდა ელოდოთ - ბევრ გართობას, ნაცნობ, საყვარელ მუსიკას და დასამახსოვრებელ საღამოს! მინდა, ყველამ მაქსიმალურად ისიამოვნოს ამ პროცესით. ზედმეტი სერიოზულობის გარეშე - Let's have fun“ - Tropic Ananana
მეტი

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი