2001 წელს თინეიჯერი გულშემატკივარი გაუპატიურების გამო, ნიკ კარტერს სასამართლოში უჩივის

სავარაუდო მსხვერპლის ადვოკატების თქმით, ნიკ კარტერმა გოგონა ალკოჰოლით დაათრო და შემდეგ მასზე იძალადა.
ნიკ კარტერი Backstreet Boys კონცერტი, 2016 წლის, 30 სექტემბერი. ფოტო კევინ უინთერი
ნიკ კარტერი Backstreet Boys კონცერტი, 2016 წლის, 30 სექტემბერი. ფოტო კევინ უინთერი

Backstreet Boys წევრ ნიკ კარტერს ხუთშაბათს,  ჩვიდმეტი წლის გულშემატკივრის გაუპატიურების გამო სასამართლოში ბრალი წაუყენეს. სავარაუდო ფაქტი 2001 წელს ვაშინგტონში, კონცერტის შემდეგ, ავტობუსში მოხდა.

ნევადის სამოქალაქო სასამართლოში შეტანილ სარჩელში, შენონ რუთი ამბობს, რომ კონცერტის შემდეგ გულშემატკივრები ნიკს ავტოგრაფს სთხოვდნენ, ნიკმა იგი ავტობუსში დაპატიჟა და ალკოჰოლური სასმელით დაათრო.

მსხვერპლის თქმის, იგი ახლა ოცდაცხრამეტი წლისაა, მომხდარიდან ოც წელზე მეტი გავიდა, რა დროის განმავლობაშიც მას ეს ფაქტი არ გაუხმაურებია, რადგან შურისძიების ეშინოდა.

ნიკ კარტერი მოსარჩელეს დაემუქრა, რომ ციხეში ჩასვამდა, თუ ამის შესახებ ვინმეს მოუყვებოდა, რადგან ნიკ კარტერი იყო და ამის გასაკეთებლად ძალაუფლება შესწევდა. სწორედ ამიტომ, მოსარჩელე მრავალი წლის განმავლობაში ჩუმად იყო. – წერენ რუთის ადვოკატები. 

რუთის გარდა სარჩელი მომღერლის წინააღმდეგ, კიდევ სამ ადამიანს აქვს შეტანილი. მათი თქმით ისინი ნიკ კარტერისგან ძალადობას 2003- 2006- წლებში განიცდიდნენ. საჩივრის თანახმად, სამივე გოგონა ერთი და იგივე ხერხით, ალკოჰოლის დაძალებით და ძალის გამოყენებით არის გაუპატიურებული, რომელთაგან ერთი იმ პერიოდში სავარაუდოდ არასრულწლოვანი იყო.

„პრეტენზია ინციდენტის შესახებ რომელიც სავარაუდოდ  ოცი წლის წინ მოხდა, არა მხოლოდ იურიდიულად უსაფუძვლოა, არამედ მცდარიც. სამწუხაროდ, რამდენიმე წელია ქალბატონი რუთი მანიპულირებს და ცრუ ბრალდებებს ავრცელებს, ეს ბრალდებები დროთა განმავლობაში არაერთხელ შეცვლილა. არავინ უნდა მოტყუვდეს პრესის იონებით და შესაძლებლობას და ხელსაყრელ სიტუაციას მორგებული ადვოკატებით. არაფერი გვაქვს დასამტკიცებელი და გვჯერა სასამართლო ამას მალე გააცნობიერებს“. – ნათქვამია ჰოლცის განცხადებაში

ეს ნიკ კარტერის წინააღმდეგ პირველი ბრალდება არ არის. ჯერ კიდევ 2017 წელს, მელისა შუმანმა, თინეიჯერული პოპ ჯგუფის Dream-ის ყოფილმა წევრმა,  2003 წელს მომხდარ სექსუალურ ძალადობაში ნიკ კარტერი საჯაროდ დაადანაშაულა. მაშინ მელისა  თვრამეტი წლის იყო. ნიკ კარტერმა ბრალდებები უარყო და თქვა, რომ მელისა შუმანს არასდროს უთქვამს, რომ რაც მათ შორის მოხდა  ურთიერთ შეთანხმებული არ იყო.

მელისა შუმანის ბრალდებების გამოძიების შემდეგ, ლოს-ანჯელესის პროკურატურის თქმით, კარტერის წინააღმდეგ სასამართლო პასუხისგებაში მიცემის ათწლიანი ხანდაზმულობის ვადა უკვე გასული იყო.

ნიკ კარტერის წინააღმდეგ ახალი სარჩელი, სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ, შემაშფოთებელ დეტალებს შეიცავს.

რუთი ამბობს, რომ ძალადობის შემდეგ კარტერი მას ფაქტის გასაჯაროებისთვის დაემუქრა. მისი აზრით, მომხდარს არავინ დაიჯერებდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუთს აუტისტური სპექტრის აშლილობა, ცერებრული დამბლა აქვს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„გაიმეორე ჩემთან ერთად“ - მარიამ ნატოშვილის და დეთუ ჯინჭარაძის ახალი CGI ვიდეო

„გაიმეორე ჩემთან ერთად“ – მარიამ ნატროშვილის და დეთუ ჯინჭარაძის ახალი CGI ვიდეო ნამუშევარი

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტმა „სამეფო კარის თამაშების“ ის პერსონაჟი დაასახელა, რომელსაც საკუთარ თავს ადარებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი