ალიშა კისის პირველი საშობაო ალბომი  – Santa Baby

Billboard Pop Shop Podcast-ის საშობაო ეპიზოდის განსაკუთრებული სტუმარია მომღერალი და სიმღერების ავტორი ალიშა კისი.
ალიშა კისი
ალიშა კისი

როდესაც ალიშა კისიმ პირველი საშობაო ალბომის Santa Baby-ის გამოშვება გადაწყვიტა,  სურდა ისეთი პროექტი შეექმნა, რომელსაც  ხალხი წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს მოუსმენდა.

„ამ ალბომს ნიუ-იორკის ენერგია აქვს. ის შვიდი დღის განმავლობაში შევქმენით, საბოლოო ჯამში კი ვფიქრობ შეკრული და მშვენიერი ალბომი გამოვიდა. ძალიან მომწონს და ვფიქრობ ახლა ზუსტად ამის დროა“. – თქვა Billboard Pop Shop Podcast-ში მომღერალმა.

„ეს ალბომი განსაკუთრებულია იმითაც, რომ  ჩემი ლეიბლის –  Alicia Keys Records-ის პირველი გამოშვებაა. ახალ ალბომში სულისკვეთება, თბილი ჟღერადობა იგრძნობა.  ჩემთვის ძალიან ღირებული ნამუშევარია, სადაც სიმღერის ტექსტებიც ისეა დაწერილი, რომ მისი მოსმენის შემდეგ იმედი მაქვს მსმენელს ადვილად დაამახსოვრდება.“

რაც შეეხება ალბომის სახელწოდებას ალიშა კისის თქმით, იგი ყოველთვის აფასებდა 1953 წელს გამოცემულ სიმღერას – Santa Babyის, ერტა კიტის შესრულებით. “ჩემთვის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერაა. მიყვარს  ამ სიმღერის მიმართ, ერტა კიტის განსაკუთრებული მიდგომა. იმ პერიოდში იგი იყო გამბედაობის, მამაცობის მაგალითი, რომელიც არ ცდილობდა სტანდარტებში ჩაჯდომას. სწორედ ამიტომ შევარჩიე ეს სიმღერა და მიხარია, რომ ჩემს სტილში გადავაკეთე.“ – ამბობს ალიშა კისი.

„არსებობს მარადიული მუსიკა, რომელსაც ყოველწლიურად ვუსმენთ და გვიყვარს. ძალიან მინდა ჩემი მუსიკაც, ამ მარადიული კომპოზიციების ნაწილი გახდეს, რომელსაც სამუდამოდ შეიყვარებთ, ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად კარგ განწყობას შეგიქმნით და სასიამოვნო მოგონებებში ჩაგძირავთ.” აღნიშნა მუსიკოსმა.

მოუსმინეთ ალიშა კისის სრულ ინტერვიუს, სადაც იგი ყველა დროის საყვარელ საშობაო სიმღერებსაც ასახელებს. მათ შორის Boyz II Men-ის Christmas Interpretations,  Vince Guaraldi Trio-ს 1965 წლის საუნდტრეკს A Charlie Brown Christmas  და ჯეიმს ბრაუნის სადღესასწაულო ალბომებს, მათ შორის Santa, Go Straight to the Ghetto, რომელიც მომღერლის თქმით მისი საყვარელი სიმღერაა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სტივ მარტინი, სელენა გომესი და მარტინ შორტი, შაბათს, 2022 წლის, 10 დეკემბერს, Saturday Night Live შოუში

მუსიკალურ-იუმორისტული შოუ SNL-ის გახსნის დროს სელენა გომესს, სტივ მარტინი და მარტინ შორტი შეუერთდნენ

შემდეგი სტატია

მისი ელიოტის პროგნოზით, ლიზო ლეგენდად იქცევა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი