Diddy მეშვიდე შვილის შეძენას ადასტურებს

როგორც რეპერმა აღნიშნა, ბედნიერია, რომ მისი შვილი ქვეყანას მოევლინა.

Diddy-მ სოციალური ქსელის საშუალებით, საზოგადოებას აუწყა, რომ ქალიშვილი შეეძინა. 

ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პატარა გოგონა ქვეყანას მოევლინა” – აღნიშნა რეპერმა.

Diddy-მ ბავშვის დედის ვინაობა არ გაამხილა. ლავი Diddy-ის მეშვიდე შვილია. ხუთი შვილი არტისტს კიმ პორტერისგან ჰყავს. პორტერი 2018 წელს გარდაიცვალა. Diddy-ის მეექვსე შვილის, 15 წლის ჩენსის დედა კი სტილისტი სარა ჩეპმენია. 

შვილის შეძენა ერთადერთი მიზეზი არ არის, რატომაც Diddy-მ თავის ოჯახთან ერთად უნდა იზეიმოს. რეპერის და ბრაისონ ტილერის ახალმა სიმღერამ, სახელწოდებით Gotta Move On, ახლახან Billboard-ის Adult R&B Airplay ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა. ამ წელს ჩარტების ლიდერ პოზიციებზე მოხვდა Diddy-ის 23 წლის შვილის, კრისტიანის ტრეკებიც. 

Billboard-თან ინტერვიუში, მამა-შვილმა შემოქმედებით კარიერაზე ისაუბრა. Diddy-მ კრისტიანის  წარმატებული კარიერა შეაფასა და აღნიშნა –   “ყველაფერი მან თავად გააკეთა. არ მადარდებს, თუ ეს რთული დასაჯერებელია, რადგან ამის მტკიცებულება აქ არის” 

ნახეთ Diddy-ის პოსტი, რომლითაც რეპერი ქალიშვილის დაბადებას გამოეხმაურა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბლეიკ შელტონმა ჯენიფერ ჰადსონს საშობაოდ თხა გაუგზავნა

შემდეგი სტატია

„ელენის შოუს“ DJ, სტივენ „ტვიჩ“ ბოსი 40 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

გამოსახულების უნებართვო კომერციული გამოყენებისთვის დუა ლიპა SAMSUNG-ისგან 15 მილიონ დოლარს ითხოვს

მომღერლის სარჩელი მოიცავს საავტორო უფლებების დარღვევას, სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებას და მომღერლის საჯაროობის უფლების ხელყოფას.
მეტი

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
მეტი
The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი