ოპრა უინფრისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ მეგან მარკლს ბიონსე გამოეხმაურა

„ბიონსე ფიქრობს, რომ მე ის ვარ, ვინც თაობათა წყევლა უნდა გაწყვიტოს”, – ამბობს მარკლი.
ბიონსე
Mason Poole*

ნეტფლიქსის დოკუმენტური ფილმის „ჰარი და მეგანი” მეორე ნაწილში სასექსის ჰერცოგინია შეტყობინებას ბიონსესგან იღებს. ეს 2021 წლის მარტში, ოპრა უინფრისთვის მიცემული სკანდალური ინტერვიუს მეორე დღეს ხდება. 

„ბიონსე მწერს. ვერ ვიჯერებ, რომ იცის, ვინ ვარ!”  –  ამბობს მარკლი და შეტყობინებას კითხულობს. „მეუბნება, რომ სურს, უსაფრთხოდ ვიყო. პატივს სცემს ჩემს გამბედაობას და ფიქრობს, რომ მე ვარ ის, ვინც თაობათა წყევლა უნდა გაწყვიტოს”  – ამბობს მარკლი. Ჰარი კი პასუხობს: „კარგი ნათქვამია.”

ოპრასთან ინტერვიუს შემდეგ ბიონსემ მეგან მარკლის მიმართ მხარდაჭერა საჯაროდაც გამოთქვა. „მადლობა, მეგან, გამბედაობისა და ლიდერობისთვის”, – დაწერა მომღერალმა და მათი პირველი შეხვედრის ფოტო გამოაქვეყნა. „შენ ყველა გაგვაძლიერე.”

ოპრა უინფრისთვის მიცემულ სკანდალურ ინტერვიუში მეგანი მოჰყვა, თუ როგორ სთხოვა სასახლის ადმინისტრაციას დახმარება, როცა სუიციდური ფიქრები აწუხებდა. თუმცა, მისი თქმით, იგი უკან გააბრუნეს. წყვილმა ასევე აღნიშნა, რომ სამეფო ოჯახში მათი მომავალი შვილის შესაძლო მუქი კანის ფერის გამო წუხდნენ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„ქორწინების პატივისცემის აქტზე“ ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიაზე ლედი გაგას Born This Way გაჟღერდა

შემდეგი სტატია

ელენ დეჯენერესი სტივენ ბოსის ვიდეოს აზიარებს: „მას ძალიან დიდი სიხარული შემოჰქონდა ჩემს ცხოვრებაში”

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი