Blink-182-ის წევრის ტომ დელონის თქმით, ჯგუფის ახალი ალბომი სულ მალე გამოვა

ალბომის სახელწოდება და გამოცემის ზუსტი თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა.

თავდაპირველი შემადგენლობით გაერთიანებულმა ჯგუფმა Blink-182-მა გაამხილა, რომ ახალი ალბომი სულ მალე გამოვა. ბენდის გიტარისტისა და ვოკალისტის, ტომ დელონის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, ახალი ალბომი რამდენიმე თვეში გამოიცემა. დელონმა Blink-182 ორჯერ დატოვა. რამდენიმე თვის წინ კი, მისი დაბრუნების შესახებ ჯგუფმა ოფიციალურად განაცხადა.

ალბომის ანონსის პოსტის ფოტოდ დელონმა Blink-182-ის ცოცხალი შესრულების ამსახველ ფოტო აირჩია. ჯგუფს დისკის გამოცემის ზუსტი თარიღი ჯერ არ გამოუცხადებია. დაანონსებული ალბომის დასახელებაც ჯერჯერობით უცნობია. 

დისკის გამოცემის შესახებ ფანებს Blink-182-ის კიდევ ერთმა წევრმა, ტომ ჰოპუსმაც მიანიშნა. როგორც მუსიკოსმა აღნიშნა, 2011 წლის ალბომის, Neighborhoods-ის შემდეგ, ტრიოსგან ახალ ერთობლივ ნამუშევარს უნდა ველოდოთ.   

პოსტების სერიას Blink-182-ის დრამერი, ტრევის ბარკერიც შეუერთდა. Მან ინსტაგრამზე დრამის სოლო პარტიის შესრულების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. 

დაანონსებული ალბომიდან Blink-182-მა ერთი ახალი სიმღერა, სახელწოდებით Edging უკვე გამოაქვეყნა. Სიმღერა Billboard‘s Alternative Airplay ჩარტის ლიდერ პოზიციაზე მოხვდა. გარდა ალბომზე მუშაობისა, ტრიო მალე მსოფლიო ტურნეს იწყებს. ტურნეს ფარგლებში, პირველი კონცერტი 11 მარტს, მექსიკის ქალაქ ტიხუანაში გაიმართება. მუსიკალური კოლექტივი მსმენელის წინაშე Imperial GNP ფესტივალზე წარდგება. დაგეგმილი კონცერტების სერია 2024 წელსაც გაგრძელდება. Blink-182-სათვის ეს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ტურნე იქნება. 

ნახეთ ბენდის წევრების მიერ სოციალურ ქსელებში ატვირთული ვიდეოები: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Coldplay ლტოლვილთა დასახმარებლად ფანებს  საქველმოქმედო პოპ-აპ მაღაზიაში იწვევს

შემდეგი სტატია

ილონ მასკი ამბობს, რომ ტვიტერის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე იქამდე დარჩება, სანამ ვინმე „სულელს” არ იპოვის, რომ იგი შეცვალოს

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი