ჯენიფერ ლოპესმა გაამხილა, რომ 2003 წლის VMA-ს ცერემონიაზე მადონას და ბრიტნი სპირსის ცნობილი კონცის მონაწილე უნდა ყოფილიყო

„შოუში მონაწილეობა ვერ მივიღე, თუმცა დიახ, ამაზე საუბარი გვქონდა”

27 იანვარს Amazon-ის სტრიმინგ სერვის Prime Video-ზე ჯენიფერ ლოპესის მონაწილეობით, ახალი კომედიის, სახელწოდებით Shotgun Wedding პრემიერა შედგება. ფილმის შესახებ ლოპესმა E! News-თან ისაუბრა. 

ინტერვიუში ვარსკვლავმა გაამხილა, რომ Video Music Awards-ის 2003 წლის ცნობილ ცერემონიაზე, მუსიკალური შოუს ერთ-ერთი მონაწილე  უნდა იყოფილიყო. Video Music Awards-ის ის ცერემონიაა, რომლის მსვლელობის დროსაც მადონამ და ბრიტნი სპირსმა ერთმანეთს აკოცეს. ეს მომენტი პოპ კულტურის ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ პერფორმანსად მიიჩნევა. როგორც ლოპესმა განაცხადა, სცენაზე ის მადონასთან და ბრიტნი სპირსთან ერთად უნდა მდგარიყო. ვარსკვლავმა განმარტა მიზეზი, რის გამოც მან მონაწილეობაზე უარი თქვა და საბოლოოდ მის მაგივრად კრისტინა აგილერა მიიწვიეს. 

„დიახ, ეს მართალია.“ – თქვა ჯენიფერ ლოპესმა – „მადონას ბრიტნისთან ერთად მის (მადონას) სახლში შევხვდი. თუმცა, შოუს დროს კანადაში ფილმის გადაღებები მქონდა და მონაწილეობას ვერ შევძლებდი.“

ამ თემაზე ლოპესმა მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც E! News-ის ინტერვიუერმა კარაოკეს საყვარელი სიმღერის გამხელა სთხოვა. ლოპესმა მადონას 1984 წლის ჰიტი – Like A Virgin დაასახელა. 

„შოუში მონაწილეობა ვერ მივიღე, თუმცა დიახ, ამაზე საუბარი გვქონდა” – თქვა ჯენიფერ ლოპესმა. მან ასევე აღნიშნა,  რომ მადონას დიდი ფანია. 

ნახეთ ვიდეო, რომელშიც ჯენიფერ ლოპესი VMA-ს ცერემონიის შესახებ საუბრობს:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

დევიდ ქროსბი – The Byrds-ის წევრი და Crosby, Stills & Nash-ის დამფუძნებელი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

კრისი ტეიგენი და ჯონ ლეჯენდი ახალშობილი გოგონას სახელსა და მის პირველ ფოტოს აზიარებენ: „ნეტარებაში ვართ”

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი