დაიან კიტონი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში მაილი საირუსის Flowers-ზე ცეკვავს

კიტონი არ არის ერთადერთი ვარსკვლავი, რომელიც საირუსის ახალი სიმღერით გამოსვლისთანავე მოიხიბლა.


მსახიობმა დაიან კიტონმა სოციალურ მედიაში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის მაილი საირუსის ახალ ჰიტზე – Flowers-ზე ცეკვავს.

ოსკაროსანი მსახიობის პოსტის აღწერაში ვკითხულობთ – „მაილი, შენმა არაჩვეულებრივმა სიმღერამ მომანდომა, რომ ჩემს ეზოში მეცეკვა“.

როგორც აღმოჩნდა, დაიან კიტონი არ არის ერთადერთი ვარსკვლავი, რომელიც მაილი საირუსის სიმღერით გამოსვლისთანავე მოიხიბლა. ნამუშევარს I Will Survive-ის ავტორი, გლორია გეინორიც გამოეხმაურა. გეინორმა მაილის მიმართა და აღნიშნა, რომ ეს სიმღერა ადამიანებს ამხნევებს და მოუწოდებს, საკუთარ თავში ძალა იპოვონ. „ყოჩაღ, მაილი“ – წერს გლორია გეინორი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კით რიჩარდსი The Rolling Stones კონცერტი. 2021 წლის 14 ოქტომბერი. ფოტო რიჩ ფური

კით რიჩარდსი ახალ სიმღერას გვპირდება

შემდეგი სტატია

ჯენიფერ ლოპესი პირადი ცხოვრებისა და კარიერის შეთავსებაზე საუბრობს: „ხანდახან ძალიან მიჭირს”

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი