Metallica-ს ფონდმა თურქეთისა და სირიის მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად 250,000 დოლარი გაიღო

გამანადგურებელმა მიწისძვრამ ათობით ათასი ადამიანი იმსხვერპლა.


Metallica-ს ფონდმა, სახელწოდებით All Without Our Hands,  250,000 დოლარი საერთაშორისო ორგანიზაციებს თურქეთისა და სირიის  მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარებისათვის შესწირა. 6 თებერვალს, სამხრეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში მომხდარმა 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრამ 41 000  ადამიანზე მეტი იმსხვერპლა, ხოლო ათობით ათასი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა. 

„სიტყვებით ვერ აღვწერთ დამანგრეველ შედეგს სამხრეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში. 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრამ მთელი რეგიონი გაანადგურა. გარდაცვლილთა რიცხვი კვლავაც იზრდება.“ – ნათქვამია twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. ჯგუფის ფონდმა ქველმოქმედებისათვის გამოყოფილი თანხა Direct Relief-ს და  World Central Kitchen-ს გადაურიცხა – ორგანიზაციებს, რომლებიც დაზარალებულებს მედიკამენტებითა და საჭმლით ამარაგებენ.  – „ All Without Our Hands ფონდის ორი პარტნიორი ორგანიზაცია –  Direct Relief და World Central Kitchen ადგილზე არიან და მიწისძვრით დაზარალებულებს საკვებითა და საჭმლით უზრუნველყოფენ.  AWMH თითოეულ მათგანს 125 ათას დოლარს გადაურიცხავს, რათა მათ ძალისხმევას მხარი დაუჭიროს.“ – წერია პოსტში. 

AWMH-ის ეს დონაცია არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა Metallica მსგავს  აქტივობებში ჩაერთო. 2022 წლის 16 დეკემბერს, მათ ლოს ანჯელესის Microsoft Theater-ში საქველმოქმედო კონცერტი გამართეს.  მუსიკალური ღონისძიების დახმარებით, Metallica-ს ფონდმა 3 მილიონი დოლარის მობილიზება შეძლო. ამ საქველმოქმედო კონცერტის მიზანი ყველასათვის ხელმისაწვდომი განათლების უზრუნველყოფა, კატაკლიზმებით დაზარალებული ადამიანების დახმარება და მოსახლეობის შიმშილთან ბრძოლა იყო. 

კონცერტის წამყვანი ჯიმი კიმელი იყო. შოუს პირდაპირი ტრანსლაცია კი სტრიმინგ სერვის Paramount+ -ზე მიმდინარეობდა. კონცერტზე მოწვეული არტისტები – Greta Van Fleet და St. Vincent მონაწილეობდნენ. შოუს მსვლელობისას სცენაზე მსახიობი რობერტ დაუნი უმცროსიც გამოჩნდა, რომელმაც ჰედლაინერები გამოაცხადა. 

ნახეთ პოსტები, რომლებიც Metallica-მ სოციალურ ქსელ twitter-ზე გამოაქვეყნა:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლედი გაგას პირველი ფოტო „ჯოკერის” სიქუელიდან

შემდეგი სტატია

ოსტინ ბატლერი საუბრობს, თუ როგორ იმოქმედა დედის დაკარგვამ მის სამსახიობო კარიერაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი