დაბადების დღის წინ, ოლივია როდრიგომ ხმისჩამწერ სტუდიაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

„დღეს ბოლო დღეა, როცა თინეიჯერი ვარ“ – დაწერა როდრიგომ.

თავის მეოცე დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე, ოლივია როდრიგომ ხმისჩამწერ სტუდიაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოში ახალგაზრდა არტისტი მიკროფონთან ერთად, შავი სათვალითა და ყურსასმენებით არის აღბეჭდილი. 

„დღეს ბოლო დღეა, როცა თინეიჯერი ვარ“ – აღნიშნა როდრიგომ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოს აღწერაში. მომღერალმა თინეიჯერობის ასაკი მოიხსენია ტერმინით – Teenage Dirtbag, რომელიც ჯგუფ Wheatus-ის ჰიტის სახელწოდებაა. აღსანიშნავია, რომ  Wheatus-მა Teenage Dirtbag 2000 წელს გამოუშვა, 2022 წელს კი სიმღერა კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური, როცა TikTok-ის ტრენდად იქცა. ამ სიმღერაზე TikTok-ის მომხმარებლები თინეიჯერობის დროინდელ ფოტოებს ტვირთავენ. 

20 თებერვალს ოლივია როდრიგო 20 წლის გახდა. იანვარში, არტისტის ჰიტად ქცეული სინგლის, Drivers License-ის გამოსვლიდან ორი წელი გავიდა. სიმღერის იუბილეზე მომღერალმა ახალი მუსიკალური ნამუშევრები დააანონსა. 

ნახეთ ოლივია როდრიგოს პოსტი, რომელიც მან თავისი დაბადების დღის წინ გამოაქვეყნა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მუსიკალური ჩანახატებით მოყოლილი ამბები – Zuka ახალ კომპოზიციებს აზიარებს

შემდეგი სტატია

ნათია თოდუა

ნათია თოდუას ახალი ქავერ სიმღერა – Feelings და მუსიკალური ვიდეოკლიპი

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი