2023 წლის ოსკარის მემორიალურ ნაწილში ლენი კრავიცი იმღერებს

წარსულში მემორიალურ ბლოკში უმღერიათ ბარბრა სტრეიზანდს, ჯენიფერ ჰადსონს, ედი ვედერსა და სხვებს.
ლენი კრავიცი 2022 წლის გრემიზე
Rich Fury/GI

ლენი კრავიცი 2023 წლის ოსკარის ცერემონიის მემორიალურ ნაწილში იმღერებს. განცხადება შოუს აღმასრულებელმა პროდიუსერებმა გააკეთეს. ისინი ეტაპობრივად  აანონსებენ იმ შემსრულებელთა ვინაობას, ვინც 95-ე ოსკარის სცენაზე წარდგება. უკვე გამოაცხადდა საუკეთესო სიმღერის ნომინაციაში წარდგენილი ხუთი სიმღერიდან ოთხის შესრულება. ჯერჯერობით არ დაუსახელებიათ ლედი გაგას გამოსვლა სიმღერით Hold My Hand კინოფილმისთვის Top Gun: Maverick.

რაც შეეხება ოსკარის მემორიალურ ნაწილს, გასულ წლებში ცერემონიის ამ ბლოკში უმღერიათ ბარბრა სტრეიზანდს, ჯენიფერ ჰადსონს, დეივ გროლს, ბილი აილიშს და ფინეასს, ედი ვედერს და სხვა ვარსკვლავებს. 

მემორიალურ ნაწილში გაიხსენებენ და პატივს მიაგებენ კინოინდუსტრიის ორასზე მეტ წარმომადგენელს.

ოსკარის დაჯილდოების 95-ე ცერემონია 12 მარტს გაიმართება და მას ჯიმი კიმელი გაუძღვება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მსოფლიოში უდიდეს ტურისტული გამოფენა, ITB Berlin საქართველომ მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახსნა

შემდეგი სტატია

ლიონელ რიჩის 2023 წლის ტურნეში Earth, Wind & Fire შეუერთდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი