ბრიტანელ პოპვარსკვლავ ადელს 34 წელი შეუსრულდა, რასაც თავად მუსიკოსმა სოციალურ ქსელ ტვიტერზე პოსტი მიუძღვნა.
What a difference a year makes! If time keeps healing & smoothing out all the creases in my life like it does as the years fly by, then I can’t wait to be 60! I’ve never been happier! So many lessons, so many blessings to be grateful for. This is 34, & I love it here!Thank you x pic.twitter.com/fxD57Mjn9F
— Adele (@Adele) May 6, 2022
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მარტში ადელმა ქმართან, საიმონ კონეცკისთან განქორწინების პროცესი დაასრულა. მისგან შემსრულებელს ვაჟი, ენჯელო ჰყავს. ამავე წლის ოქტომბერში არტისტმა ახალი სინგლი Easy On Me, ნოემბერში კი სტუდიური ალბომი 30 გამოუშვა. ორივე ნამუშევარმა ბრიტანულ თუ ამერიკულ ჩარტებში პირველობა არავის დაუთმო.
ადელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. 2013 წელს ფილმისთვის Skyfall დაწერილი კომპოზიციისთვის მას ოსკარისა და ოქროს გლობუსი ჯილდოები გადაეცა. 15 გრემის მფლობელ მუსიკოსს კარიერის განმავლობაში 120 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არტისტს სულ ოთხი ალბომი აქვს გამოცემული, მათ შორის სამმა “21”, “25” და “30” ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. 2012 და 2016 წელს ჟურნალმა Time ის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის დაასახელა. პოპვარსკვლავს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Rolling in the Deep, Someone Like You და Hello მოუტანა, სამივე კომპოზიციაზე გადაღებულმა კლიპებმა იუთუბზე 2 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვეს.