საგანმანათლებლო პროექტი HYBE EDU ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის სამხრეთკორეული ბოიბენდის BTS მონაწილეობით ვიდეოს ავრცელებს.
• BTS-ის კრებულში Proof სამი ახალი კომპოზიცია შევა
ამის შემდეგ კადრში მწვრთნელი ქვედა ტანის ვარჯიშების კეთებას იწყებს. “ეს ვარჯიშები ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი დაგეხმარებათ, დაწვათ ბევრი კალორია და გარდაქმნათ თქვენი სხეული. როგორც წინა შემთხვევაში, დღესაც დაგჭირდებათ ორი ჰანტელი თქვენთვის შესაფერისი წონით ან წყლით სავსე ორი 500-მილილიტრიანი ბოთლი”, – წერია ვიდეოში.
პარალელურად კადრებში “ბითიესის” წევრები ჩნდებიან, რომლებიც ერთად ვარჯიშობენ და ერთობიან, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მეგობრებთან ერთად ვარჯიში შესაძლოა, სახალისო იყოს. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ბიჭების მონაწილეობით ზედა ტანის ვარჯიშების 12-წუთიანი ვიდეოც გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ მუსიკოსები 10 ივნისს 9-წლიანი მოღვაწეობის ნიშნად კრებულს Proof გამოუშვებენ, რომელიც ორ კომპაქტ დისკს მოიცავს.
BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს “ბითიესი” ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. კოლექტივს დღემდე 9 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. აღსანიშნავია, რომ ბენდი მათ იაპონურ ენაზეც უშვებს. ბიჭებს ისეთ ვარსკვლავებთან უთანამშრომლიათ, როგორებიც არიან: Halsey, Megan Thee Stallion, Coldplay და სხვა.