BTS-ის ჯონგუქი: ფანებთან ურთიერთობა მაბედნიერებს

ფოტო: Rich Fury/GI for The Recording Academy

კრებულის Proof გამოშვებამდე 22 დღით ადრე, სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის წევრები თაყვანისმცემლებს მიმართავენ. სოციალურ ქსელებში მათი მოკლე ვიდეოები ვრცელდება.

ნახეთ: ჯინი პროექტში The BTS Recipe ჩანჩი კუკსუს ამზადებს

• ნახეთ: BTS-ის კრებულში Proof დემო ჩანაწერებიც შევა

“ნამუშევარში ჩემი ორი სოლო სიმღერა Euphoria და Dimple იქნება წარმოდგენილი. სიმართლე რომ გითხრათ, მე უფრო ბიჭებთან ერთად სიმღერა მირჩევნია. ფანებთან კომუნიკაცია მიყვარს. ამაზე ვოცნებობდი ყოველთვის. ახლაც კი ძალიან მსიამოვნებს, როდესაც ჩემს ცეკვასა და სიმღერას აუდიტორიის გამაყრუებელი ხმა მოსდევს. მიხარია, რომ იქ არიან ადამიანები, რომლებიც ჩემი დანახვით ბედნიერდებიან. ამის გამო ჩემი ყოველი დღე მადლიერებითაა აღსავსე”, – აღნიშნა ჯონგუქმა 51-წამიან ვიდეოში.

კრებულს “ბითიესი” 10 ივნისს გამოუშვებს. ის სამ კომპაქტ დისკს მოიცავს, რომელზეც ჰიტები, აქამდე გამოუცემელი კომპოზიციები და დემო ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს “ბითიესი” ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. კოლექტივს დღემდე 9 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. აღსანიშნავია, რომ ბენდი მათ იაპონურ ენაზეც უშვებს. ბიჭებს ისეთ ვარსკვლავებთან უთანამშრომლიათ, როგორებიც არიან: Halsey, Megan Thee Stallion, Coldplay და სხვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რიანასა და ეისეფ როქის შვილი შეეძინათ

შემდეგი სტატია

ბრიტნი სპირსი: ცხოვრებაში ასეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ

შეიძლება დაგაინტერესოთ

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 4 – დრეიკი

დრეიკი, რომელიც 2000-იან წლებში არც ისე დამაჯერებელი მემკვიდრეობიდან გამოჩნდა, რათა 2010-იანების უდიდესი რეპერი გამხდარიყო, საბოლოოდ ეპოქის უდიდეს პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი

გაიცანით Lisa-ს სამყარო

Blackpink-ის სხვა წევრების მსგავსად, Lisa-ს თავისი სუპერძალა აქვს და ახლა მას არა მხოლოდ სოლო კარიერის, არამედ წარმატების ახალი მოდელის შესაქმნელად იყენებს.
მეტი

All I Want for Christmas-ის საავტორო უფლებების საქმეს მოსამართლე, სავარაუდოდ, მერაია კერის სასარგებლოდ გადაწყვეტს

სარჩელში მისისიპელი არტისტი ვინს ვენსი ამტკიცებს, რომ კერის მთავარი საშობაო სიმღერა მისი 1989 წლის იმავე სახელწოდების კომპოზიციის საავტორო უფლებებს არღვევს.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 10 – ადელი

ადელი 2010-იანი წლების ყველაზე დიდი კომერციული ძალა იყო, რომელმაც დაამსხვრია ის მოლოდინები, რაც იმ ეპოქის პოპვარსკვლავებისგან გვქონდა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 15 – მაილი საირუსი

მისი დებიუტი სატელევიზიო შოუს მთავარი პერსონაჟის, ჰანა მონტანას როლში შედგა. შემდეგ კი მსოფლიოს საკულტო პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი