ნახეთ: დემი ლოვატომ პოპ პანკ სინგლი Skin of My Teeth გამოუშვა

ფოტო: Brandon Bowen

ცნობილი ამერიკელი მომღერალი, დემი ლოვატო პოპ პანკ სინგლს Skin of My Teeth და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. კომპოზიცია შემსრულებლის მომავალ ალბომში Holy Fvck იქნება წარმოდგენილი.

დემი ლოვატო: ჩემი ახალი ალბომი კარგად წარმომაჩენს

ლოვატოს ახალი სტუდიური ჩანაწერი 19 აგვისტოს ჩაეშვება გაყიდვაში, რის შემდეგაც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში მომღერლის ტურნე დაიწყება.

“საოცრად სასიამოვნო იყო ამ ალბომზე მუშაობის პროცესი. მადლიერი ვარ ჩემი ფანებისა და კოლეგების, რომლებიც ჩემთან იყვნენ ამ მოგზაურობის განმავლობაში. ასეთი დარწმუნებული საკუთარ თავსა და მუსიკაში არასდროს ვყოფილვარ. ნამუშევარი თავად იტყვის სათქმელს. მადლობას ვუხდი მათ, ვინც ჩემთანაა კარიერის დასაწყისიდან. ეს ჩანაწერი თქვენთვისაა”, – აღნიშნა ლოვატომ.

დემი ლოვატომ მუსიკალური კარიერა 2002 წელს დაიწყო. მისი წარმატება 2009 წელს გამოშვებულ რიგით მეორე სტუდიურ ალბომს Here We Go Again უკავშირდება, რომელიც Billboard 200-ის ჩარტის პირველ პოზიციაზე გავიდა და გაყიდვების ლიდერი გახდა. განსაკუთრებული პოპულარობა არტისტს სიმღერებმა Cool for the Summer, Sorry Not Sorry და Confident მოუტანა. დემის ამერიკის შეერთებულ შტატებში 24 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: BTS ახალ კლიპს Yet to Come (The Most Beautiful Moment) ავრცელებს

შემდეგი სტატია

ბრიტნი სპირსი და სემ ასგარი დაქორწინდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი
Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი