ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქველმოქმედო ლატარია დააანონსა, რომელშიც ცნობილი ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას. მასში წარმოდგენილი იქნება ისეთი ვარსკვლავების ნივთები, როგორებიც არიან ჰარი სტაილსი, ედ შირანი, ელი გოლდინგი.
ლატარიაში გათამაშდება ჰარი სტაილსის ხელმოწერილი ვინილი, ედ შირანის ტურნეს ბროშურა და ხელმოწერილი მაისური და ასევე ხელმოწერილი ნაკრები ელი გოლდინგისგან. ბილეთები 10 დოლარად გაიყიდება. შემოსულ თანხას კი ჯანმო მთლიანად უკრაინის ჯანდაცვის სისტემას გადაურიცხავს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ცნობილი ადამიანები უკრაინის მიმართ მხარდაჭერას აფიქსირებენ. Მაისში სტაილსმა საკუთარ კონცერტზე უკრაინის დროშა ააფრიალა. გოლდინგმა კიევის პირველი ლედების სამიტზე უკრაინული პატრიოტული სიმღერა “Червона калина” იმღერა. ედ შირანი კი უკრაინულ ბენდთან ერთად თავისი სინგლის “2step” რემიქსის გამოშვებას გეგმავს, რომლის ვიდეო კლიპიც ომს მიეძღვნება.