ბილბორდის First Stream ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური მოვლენების გიდია. გამოცემების, რომლებზეც ყველა ისაუბრებს კვირის განმავლობაში და არა მხოლოდ.
ნახეთ კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები:
ფარელ უილიამსი და ტრევის სკოტი, “Down In Atlanta”
წელს ფარელ უილიამსმა სიმღერები ისეთი მუსიკოსებისთვის შექმნა, როგორებიც არიან როსალია, კენდრიკ ლამარი და ომარ აპოლო. ახლა კი უილიამსი ახალ სინგლს უშვებს სახელწოდებით “Down In Atlanta”. ამჯერად ახალგაზრდა სუპერვარსკვლავთან, ტრევის სკოტთან ერთად.
ნიკი მინაჟი, მალუმა და მირიამ ფარესი, “Tukoh Taka”
მსოფლიო თასის სეზონია. ამის აღსანიშნავად ყატარში ნიკი მინაჟი, მალუმა და მირიამ ფარესი ოფიციალური ფიფას ფან-ფესტივალის ჰიმნს ასრულებენ, რომელიც ინგლისურ, ესპანურ და არაბულ ენებზეა. სიმღერის პირველ ნაწილს ნიკი მინაჟი ასრულებს, მეორე ნაწილში კი მალუმა სიმღერას მალუმა უერთდება. მისამღერს მირიემ ფარესი ასრულებს.
Saweetie, The Single Life EP
Saweetie 2023 წლისთვის ემზადება, მაგრამ მანამდე ის თავის ვარსკვლავურ ძალასა და არტისტულ პოტენციალს ახალ ექვს-სიმღერიან პროექტში ამჟღავნებს სახელწოდებით “The Single Life”.
Disturbed, Divisive
Disturbed-მა ახალი ალბომი გამოუშვა. ეს ჯგუფის რიგით მერვე სტუდიური ალბომია, რომელშიც ყველა მათი გამორჩეული სიმღერა შედის.
Brockhampton, The Family და TM
ახალი ალბომები The Family და TM ჰიპ-ჰოპ ჯგუფის ბოლო ნამუშევრებია. ბოლო დროს ჯგუფის წევრები მათ დაშლას მიგვანიშნებდნენ, თუმცა ეს ორი უკანასკნელი პროექტი მათ წარმატებით გამოიყენეს, რომ დაებრუნებინათ ის, რითაც აღიარება მოიპოვეს. არ აქვს მნიშვნელობა, რა მოხდება შემდეგ, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ Brockhampton-ის მუსიკა ნამდვილად გაუძლებს დროს.