ჰილარი დაფი გულშემატკივრებს უზიარებს, თუ როგორ გადალახა „საშინელი” ბრძოლა კვებით აშლილობასთან: მე ვაფასებ ჩემს ჯანმრთელობას

„ჩემი კარიერის გამო, ამ მოსაზრებას ვერაფერს ვუხერხებდი: ‘მე კამერის წინ ვდგავარ. მსახიობები კი გამხდრები არიან”, – ამბობს დაფი.
ჰილარი დაფი
Emma McIntyre/GI

ჰილარი დაფი Women’s Health Australia -ის გარეკანზეა, სადაც იგი და მისი პირადი მწვრთნელი დომინიკ ლიდერი ჰყვებიან, თუ როგორ შეძლო ვარსკვლავმა შინაგანად გაძლიერება. 

„ჩემი კარიერის გამო, ამ მოსაზრებას ვერაფერს ვუხერხებდი: ‘მე კამერის წინ ვდგავარ. მსახიობები კი გამხდრები არიან”, – ამბობს დაფი და აღნიშნავს, რომ 17 წლის ასაკში ის საშინელ კვებით აშლილობას ებრძოდა.

თუმცა დღეს მისი ხედვა განსხვავებულია. „მე ვაფასებ ჩემს ჯანმრთელობას. დაკავებული ვარ აქტივობებით, რომლებიც მაძლიერებენ შინაგანად და არა გარეგნულად. დროს ვატარებ ისეთ ადამიანებთან, ვისთანაც თავს კარგად ვგრძნობ. მძინავს საკმარისად და დაბალანსებულად ვიკვებები.”

მისი მწვრთნელი კი ამბობს: „ დიახ, ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კი მისი ოჯახი და საქმეა. როცა სამსახურიდან სახლში მოდის, უნდა, რომ დრო ოჯახთან ერთად გაატაროს, რადგან დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ამას ყოველთვის ვერ ახერხებს. ასე რომ, ყველა წუთი მნიშვნელოვანია.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მაიკლ ბუბლე ფანებს ტატუს გაკეთების პროცესს უზიარებს

შემდეგი სტატია

The Fight or Flight Response – ჯგუფმა The Black Marrows ახალი სიმღერა და მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი