ჯენეტ ჯექსონი სატელევიზიო შოუს “Today” ეწვია და ახალ ტურნესა და გეგმებზე ისაუბრა.
ისედაც სიმშვიდით გამორჩეული მომღერალი ეთერში კიდევ უფრო თავშეკავებული იყო, რადგან როგორც თავად აღნიშნა, ხმა დაკარგა. თუმცა სამომავლო გეგმებზე საუბარი მაინც მოახერხა. „Ძალიან კარგად ვარ, ყველანი ვღელავთ” – თქვა მომღერალმა ტურნეზე სახელწოდებით Janet Jackson: Together Again საუბრისას. „კარგ დროს გაატარებთ. სპეციალური სტუმარი Ludacris იქნება. აქამდე მასთან არასდროს მიმუშავია.”
ჯექსონმა ახალი მუსიკის გამოშვებაც დააანონსა. „ფანები მეკითხებიან: ‘სად არის ახალი მუსიკა? Როდის შევძლებთ მის მოსმენას?’ დიახ, იქნება. ახალი მუსიკაც იქნება.”
ახალი სიმღერის გამოშვების თარიღი და სხვა დეტალები მომღერალს არ დაუკონკრეტებია.
ჯენეტ ჯექსონის ტურნე 14 აპრილს ჰოლივუდში დაიწყება და 21 ივნისს სიეტლში დასრულდება.
ნახეთ ვიდეო