ფეხმძიმე ჯესი ჯეი პირველი ტრიმესტრის სირთულეებს აზიარებს: „ვერც კი აგიხსნით, თავს იმდენად ცუდად ვგრძნობ”

Მომღერალმა ინსტაგრამზე ვიდეო გაავრცელა, სადაც მისი რთული მომენტებია ასახული. თუმცა მეორე პოსტში აღნიშნა, რომ ბედნიერი და მადლობელია.
ჯესი ჯეი
Ashley Osborn

ჯესი ჯეი ქალაქში ქაღალდის პარკებით დადის. მიზეზი ისაა, რომ 34 წლის პოპვარსკვლავი, რომელმაც ფანებს ახლახან გაუმხილა, რომ მალე დედა გახდება, პირველი ტრიმესტრის ტოკსიკოზს ებრძვის. ეს არც ისე გლამურული რეალობა მომღერალმა გამომწერებს ინსტაგრამის ვიდეოთი გაუზიარა. 

„ვერც კი აგიხსნით, თავს იმდენად ცუდად ვგრძნობ,” – ამბობს ჯესი ჯეი ვიდეოში. „შეხედეთ ჩემს მდგომარეობას.”

თუმცა მომღერალმა მალევე მეორე ვიდეოც ატვირთა, რომელსაც დააწერა: „ბედნიერი, მადლობელი და აღტაცებული”. ამ ვიდეოში ბედნიერ ჯესი ჯეის ვხედავთ, რომელიც იღიმის, სიმღერებს წერს და თავის მუცელს გვაჩვენებს. 

ჯესი ჯეიმ სულ რამდენიმე დღის წინ გაამხილა, რომ მალე დედა გახდება. „Ძალიან ბედნიერი და შეშინებული ვარ. გთხოვთ, სიკეთე გამოიჩინეთ ჩემ მიმართ,” – წერდა მომღერალი სოციალურ ქსელში.

ჯესი ჯეი ერთხელ უკვე იყო ფეხმძიმედ, თუმცა 2021 წელს მას მუცელი მოეშალა. მაშინ ვარსკვლავი ამბობდა, რომ ერთადერთი, რაც სურდა, დედობა იყო. „ორსულობა სასწაულია. საოცარი გრძნობაა, რომელიც არ დამავიწყდება და ვიცი, რომ მას კიდევ გამოვცდი.”

ნახეთ ფეხმძიმე ჯესი ჯეის ვიდეოები

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

არტისტმა კოკა ნიკოლაძემ ახალი მუსიკალური ინსტრუმენტი წარადგინა

შემდეგი სტატია

თამადას კიდევ ერთი სიმღერის რემიქსი – ამჯერად თურქი პროდიუსერისგან

შეიძლება დაგაინტერესოთ

Something Beautiful – მაილი საირუსი ახალ ალბომს აანონსებს

Billboard Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდის ფარგლებში წამყვანებმა პროექტის პირველ ორ კომპოზიციაზე ისაუბრეს და განიხილეს, თუ რას უნდა ელოდეს მსმენელი ალბომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში.
მეტი

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი