„სათბური“ –  ხუთი ქალი არტისტის ერთობლივი მულტიმედია პროექტი სახელოვნებო კომპანიაში „ღია სივრცე“

მუსიკალური პროექტი „სათბური“ – დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით და ხალხური ზღაპრის „ანანას“ ინსპირაციით, შექმნილი მულტიმედია სპექტაკლია.

რეჟისორის და დრამატურგის გარეშე შექმნილი წარმოდგენა ხუთმა არტისტმა: მუსიკოსმა, მსახიობებმა, მოდის დიზაინერმა და ვიდეოარტისტმა ერთობლივად შექმნეს. ინტერვიუების და სხვა ტიპის დოკუმენტური მასალების გამოყენებით შექმნილი აუდიო-ვიდეო ვიზუალი სპექტაკლს ზღაპრულ, იდუმალ შტრიხებს სძენს, სადაც ავტორების მთავარი საკვლევი მასალა დიასახლისების ცხოვრება და შრომაა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სტრესული, ფიზიკურად დამღლელი და დამრთგუნველი შეიძლება იყოს რეალურ სამსახურად არასოდეს აღიქმება.

ჩემთვის როგორც არტისტისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ამ სპექტაკლში ტექსტზე მუშაობა და დოკუმენტური მასალების მოპოვება, რაც გულისხმობდა ინტერვიუებს დიასახლის ქალებთან და მათი კვლევა, საინტერესო პროცესი იყო ტექსტის წერა, რომელიც ქართული ხალხური ზღაპრის „ანანას“ მიხედვით შეიქმნა. 

როდესაც დოკუმენტურ მასალაზე მუშაობ გიწევს ადამიანებთან კომუნიკაცია, მუშაობ რეალურ ამბებზე და პირდაპირი კონტაქტი თავდაპირველად საკმაოდ რთულად მეჩვენებოდა, მაგრამ როგორც კი დავიწყეთ მუშაობა პროცესი საკმაოდ სასიამოვნო აღმოჩნდა. 

სპექტაკლი „სათბური“ – სახელოვნებო კომპანიაში „ღია სივრცე“

ერთსაათიან მუსიკალურ სპექტაკლში აქცენტი ვიზუალზეა გაკეთებული, გამომდინარე იქიდან რომ სპექტაკლს არ აქვს კონკრეტული შინაარსი, თავიდანვე გვინდოდა რომ მორალი არ გამოჩენილიყო. ჩვენი ინსპირაცია ქართული ხალხური ზღაპარია, რომელსაც „ანანა“  ჰქვია. სპექტაკლში ფარული პერსონაჟის სახით არსებობს მხეცი, რომელიც იმ სისტემების სიმბოლოს წარმოადგენს, ვინც ქალებისთვის იდეალურ სტანდარტებს ქმნის და აწესებს. გინდა არ გინდა უნდა მოერგო და თუ ვერ მოერგები ამ სტანდარტებს საზოგადოებისთვის მისაღები ვერ ხდები.“ – თამარა ჩუმაშვილი მსახიობი.

სამი თვის განმავლობაში შემოქმედებითი ჯგუფი დიასახლისი ქალების ყოველდღიურ ცხოვრებას იკვლევდა, წერდნენ ინტერვიუებს და მოპოვებული მასალების დაყრდნობით ხდებოდა სპექტაკლის ფორმირება. წარმოდგენის მხატვრული ტექსტი ქართული ხალხური ზღაპრის „ანანა“ მიხედვით შეიქმნა, სადაც სრულქმნილ ანანას ზეადამიანურ ქმედებებს სხვა ქალებიც იმეორებენ და ამ იდეალურობის მიღწევის მცდელობაში იღუპებიან. 

სპექტაკლი „სათბური“ – სახელოვნებო კომპანიაში „ღია სივრცე“

„ხუთი ქალი არტისტი შევიკრიბეთ და ვიცოდით, რომ ასევე ქალებზე უნდა გაგვეკეთებინა პროექტი, კერძოდ დიასახლისებზე. საკმაოდ საპასუხისმგებლო და რთული აღმოჩნდა მუსიკოსის და მსახიობის როლის შეთავსება, თუმცა მაინც გავბედე და კმაყოფილი ვარ. ვაგროვებდი მუსიკალურ მასალებს, რაც უნდა გამოგვეყენებინა. გარკვეული ტრეკები უკვე არსებობდა, დაიწერა ტექსტები, რომელიც შემდეგ სიმღერებად გარდაიქმნა. მიხარია, რომ მთელი სპექტაკლი ძალიან მუსიკალური გამოვიდა. მელოდიები, რასაც ვმღერით მსახიობებმა ერთად გავაკეთეთ. არის არსებული ტრეკები გადამუშავებული, მუსიკა  დოკუმენტურ მასალაზეც გაკეთდა. ჩვენი სალაპარაკო ენა სპექტაკლში სრულად მუსიკალურია.

ძალიან ბევრს ვფიქრობდით თუ როგორ შეიძლება აჩვენო და წარმოადგინო დიასახლისები. ვნერვიულობდი იმაზე, თუ რამდენად საკმარისია ჩემი სქესი იმისთვის, რომ ვილაპარაკო ქალებზე. ბოლოს იქამდე მივედით, რომ გვინდოდა გვეჩვენებინა ყოველდღიურობა, ყველასთვის ძალიან ბუნებრივი რამ,  რაც ყველას გვესმის და ვიცით.“ – გვანცა ენუქიძე – მუსიკოსი და მსახიობი.

სპექტაკლი „სათბური“ – სახელოვნებო კომპანიაში „ღია სივრცე“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დუბაიში გამართულ კერძო კონცერტზე, ბიონსემ თავის ქალიშვილთან ერთად იმღერა

შემდეგი სტატია

უკრაინაში ომის დაწყების ერთი წლის თავზე, ნიუ იორკის „მეტროპოლიტენის ოპერა“  კლასიკური მუსიკის კონცერტს გამართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფესტივალ „საჩუქარისა” და ვენეციის ბიენალეს უნიკალური შესაძლებლობა ქართველ ხელოვანებს

პროექტის პრეზენტაცია 7 ოქტომბერს კინომსახიობთა თეატრში გაიმართება. ნამუშევრების შემოტანის ბოლო ვადა 20 ოქტომბერია.
მეტი
პაატა ვახტანგიშვილი - მსახიობი

 პაატა ვახტანგიშვილი: „თეატრი მიყვარს, მაგრამ ახლა კინოზეც ვფიქრობ“…

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვერის თეატრში სპექტაკლების საყურებლად ხშირად დადიოდა. ერთხელ წარმოდგენაშიც ჩართეს, თუმცა მაშინ მსახიობობაზე არ ფიქრობდა.…
მეტი

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი პოლონელი რეჟისორის, ეჟი გროტოვსკისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უმასპინძლებს

პროგრამა „ეჟი გროტოვსკი: 25 წელი პოლონელი რეჟისორის გარდაცვალებიდან” პოლონეთის გროტოვსკის ინსტიტუტთან თანამშრომლობით 16 და 17 ოქტომბერს გაიმართება. დასწრება თავისუფალია.
მეტი

„მე გადმოვცურავ ზღვას” – ბასა ჯანიკაშვილის პიესის პრეზენტაცია

პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა „ახალ თეატრში” 2022 წელს შედგა და უკვე ორი წელია, სრული ანშლაგით მიმდინარეობს.
მეტი