ფეხმძიმე ჯესი ჯეიმ ახალი სიმღერის დაანონსებისას შვილის სქესი გაამხილა

ბრიტანელმა პოპვარსკვლავმა ორსულობა იანვარში გაამჟღავნა.
ჯესი ჯეი 2023 წლის Brit Awards-ზე
Gareth Cattermole/Getty Images

ჯესი ჯეი ბიჭს ელოდება! 34 წლის პოპვარსკვლავმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ფანები მისი ორსულობის ამბით გააოცა, ახლა სოციალურ ქსელში შვილის სქესი გაამხილა.

მომღერალმა ინსტაგრამზე ვიდეო ატვირთა, სადაც ის ახალი სიმღერიდან ნაწყვეტს ასრულებს. „Რაც ეს სიმღერა დავწერე, ყოველ ჯერზე, როცა მას ვუკრავ, ან ვმღერი, ის გიჟივით მოძრაობს. ა, ჰო, ბიჭს ველოდები” – დაწერა ჯესი ჯეიმ.

Მომღერალმა იანვრის დასაწყისში გაამხილა, რომ მალე დედა გახდებოდა. „ძალიან ბედნიერი და შეშინებული ვარ. გთხოვთ, სიკეთე გამოიჩინეთ ჩემ მიმართ,” –  დაწერა მან. 

BRIT Awards-ის წითელ ხალიჩაზე ჯესი ჯეიმ ბავშვის სქესის გამხელის ვიდეოზე კომენტარი გააკეთა. „მე მხოლოდ ჩემი ახალი სიმღერა დავაანონსე. ეს დაგეგმილიც არ მქონია. უბრალოდ უნდა გაკეთო ის, რაც უნდა გააკეთო” – თქვა ჯესი ჯეიმ.

ნახეთ ჯესი ჯეის ვიდეო ინსტაგრამზე

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Linkin Park - ფოტო: ჯეიმს მინჩინი

Linkin Park-მა Meteora-ს მეოცე საიუბილეო გამოცემის გამოსვლა დააანონსა და სიმღერა Lost-ის გამოუქვეყნებელი ვერსია გააზიარა, რომელსაც ჩესტერ ბენინგტონი მღერის

შემდეგი სტატია

ფარელ უილიამსი Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის შემოქმედებითი ხელმძღვანელია

შეიძლება დაგაინტერესოთ

Something Beautiful – მაილი საირუსი ახალ ალბომს აანონსებს

Billboard Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდის ფარგლებში წამყვანებმა პროექტის პირველ ორ კომპოზიციაზე ისაუბრეს და განიხილეს, თუ რას უნდა ელოდეს მსმენელი ალბომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში.
მეტი

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი