პარასკევს ჩვიდმეტ თებერვალს დირიჟორი ალან გილბერტი კონტრაქტის ხუთწლით გახანგრძლივებას დათანხმდა. ახალი ხელშეკრულების მიხედვით 2028-29 წლების ჩათვლით, ჰამბურგის Elbphilharmonie Orchestra-ს მთავარი დირიჟორად კვლავ ალან გილბერტი დარჩება.
გრემის ჯილდოს მფლობელი ალან გილბერტი შვედეთის სამეფო ოპერის მუსიკალური ხელმძღვანელი, სამეფო სტოკჰოლმის ფილარმონიული ორკესტრის ლაურეატი და ტოკიოს მეტროპოლიტენის სიმფონიური ორკესტრის მთავარი მოწვეული დირიჟორია.
ალან გილბერტი ნიუ-იორკის ფილარმონიის მუსიკალური დირექტორის პოზიციას 2009-10 წლიდან 2016-17 წლებში იკავებდა. ის ნიუ-იორკის ფილარმონიის ყოფილი მევიოლინეების იოკო ტაკებესა და მაიკლ გილბერტის ვაჟია.