მადონამ მაქს მარტინთან ერთად სტუდიაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

„როდესაც ეჭვები გაწუხებს, იმუშავე. ხმაურს და უარმყოფელ ხმებს არაფერი აჩერებს ისე, როგორც შემოქმედებით პროცესში ყოფნა“ – წერს მადონა ინსტაგრამზე.
ფოტო: რიკარდო გომესი

Მადონამ ინსტაგრამზე სტუდიაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე მასთან ერთად მუსიკალური პროდიუსერი მაქს მარტინია აღბეჭდილი. „როდესაც ეჭვები გაწუხებს, იმუშავე. ხმაურს და უარმყოფელ ხმებს არაფერი აჩერებს ისე, როგორც შემოქმედებით პროცესში ყოფნა“ – წერია ფოტოს აღწერაში. 

მადონამ სტუდიური ალბომი, სახელწოდებით Madame X 2019 წელს გამოუშვა. 2022 წელს მან ასევე გამოსცა რემიქს ალბომი – Finally Enough Love.

მადონა წელს გლობალური ტურნესათვის ემზადება. Პოპ ვარსკვლავის მასშტაბური საზეიმო ტურნე, რომელიც 15 ივლისს დაიწყება და  პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება, მომღერლის შემოქმედების 40-წლიან ისტორიას ეძღვნება. 

თებერვალში მადონა სოციალური მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა.  2023 წლის „გრემის მუსიკალურ დაჯილდოებაზე“  გამოჩენის შემდეგ იგი გადაჭარბებული პლასტიკური ქირურგიული ჩარევის გამო გააკრიტიკეს. მადონამ ამ კრიტიკას ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტით უპასუხა. „კიდევ ერთხელ აღმოვჩნდი ეიჯიზმისა და მიზოგინიის მიზანში. Ეს არის სამყარო, რომელიც 45 წელს გადაცილებულ ქალებს ივიწყებს და მათ დასჯას საჭიროდ მიიჩნევს, თუ კი ეს ქალები  კვლავაც შეუპოვრები, შრომისმოყვარეები და თავგადასავლების მაძიებლები არიან“ – აღნიშნა მადონამ. 

მადონამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საკუთარი გარეგნობის გამო ბოდიში არასდროს მოუხდია და ამას არც მომავალში აპირებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

The Eras Tour: ნახეთ ფოტოები ტეილორ სვიფტის ტურნეს გამხსნელი კონცერტიდან

შემდეგი სტატია

SMASH - ფოტო: პატრიკ რანდაკი

ამერიკული მუსიკალური სატელევიზიო სერიალი Smash 2024-25 წლის ბროდვეის სეზონისთვის ემზადება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Something Beautiful – მაილი საირუსი ახალ ალბომს აანონსებს

Billboard Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდის ფარგლებში წამყვანებმა პროექტის პირველ ორ კომპოზიციაზე ისაუბრეს და განიხილეს, თუ რას უნდა ელოდეს მსმენელი ალბომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში.
მეტი

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი