Foo Fighters-მა ალბომის But Here We Are-ის  გამოსვლა დააანონსა

ბენდის დრამერის, ტეილორ ჰოკინსის გარდაცვალების შემდეგ, ეს მათი პირველი ალბომია, ემოციური სინგლით – Rescued
Foo Fighters - ფოტო: დენი კლინჩი
Foo Fighters – ფოტო: დენი კლინჩი

Foo Fighters-ის მეთერთმეტე ალბომის But Here We Are-ის პირველი სინგლია Rescued. დრამერ, ტეილორ ჰოკინსის გარდაცვალების შემდეგ, ბენდმა ალბომის გამოცემა  პირველად დააანონსა.

ალბომი ათი სიმღერას აერთიანებს, რომელიც ორ ივნისს, Roswell Records-ის საშუალებით გამოვა.

ჯგუფის პროდიუსერის გრეგ კურსტინის პრესრელიზში ნათქვამია, რომ: „ეს  ჯგუფის ახალი ცხოვრების პირველი თავია. პირველი სინგლი, რომლის მაჯისცემაც მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს. ეს არის პირველი ახალი მუსიკა, როდესაც ბენდის გულისცემას პირდაპირ ვისმენთ. ეს არის გულწრფელი და ემოციურად უხეში პასუხი იმაზე, რაც Foo Fighters-მა გასული წლის განმავლობაში გადაიტანა…

სინგლის Rescued-ის დიაპაზონი ემოციურად ბრაზიდან-მწუხარებაში და მწუხარებიდან-სიმშვიდეში გადადის. სიმღერა ამავდროულად ბენდის 1995 წლის დებიუტს ეხმიანება, ასევე განვლილი გზის და გამოცდილების  გამომხატველია.

ალბომი But Here We   ძმების ერთობლივი ხმაა, რომლებიც მუსიკაში თავშესაფარს პოულობენ. ოცდარვა წლის წინ ისინი სწორედ მუსიკამ შეკრიბა, რომლის პროცესიც, ბენდისთვის თერაპიული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.

მოუსმინეთ სიმღერას Rescued, Foo Fighters-ის მომავალი ალბომიდან – But Here We

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

აშერი პარიზში ოთხ კონცერტს გამართავს

შემდეგი სტატია

Ნუცა ბუზალაძისათვის ნათქვამი შენიშვნის გამო, კეტი პერიმ American Idol-ის აუდიტორიის კრიტიკა დაიმსახურა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი