ედი ვან ჰალენის გიტარა აუქციონზე მილიონებად გაიყიდა

მყიდველს მუსიკოსის პერანგი და თეთრი ხელთათმანებიც ერგო.
ედი ვან ჰალენი
Ross Marino/GI

ედი ვან ჰალენის საკულტო წითელი გიტარა შავი და თეთრი ზოლებით, რომელიც მას ვიდეოკლიპში Hot For Teacher უჭირავს, სოლიდურ თანხად გაიყიდა. სოთბის აუქციონის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მყიდველმა, რომელიც ვინაობას არ ასახელებს, ინსტრუმენტი 3,932,000 დოლარად შეიძინა. აუქციონზე ლოტის გაყიდვას 2-დან 3 მილიონ დოლარამდე ვარაუდობდნენ. 

„ლეგენდარული Hot For Teacher-ის გიტარა, სპეციალურად შექმნილი ედი ვან ჰალენისთვის, მნიშვნელოვანი ინოვაციებით, რომელიც მორგებული იყო ედის განვითარებულ საშემსრულებლო ტექნიკას. MTV-ის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო გიტარა” – წერია ინსტრუმენტის დახასიათებაში. არსებული ინფორმაციით, ალვის ხისგან შექმნილი გიტარა 1982 წელს დამზადდა და ვან ჰალენს 1983 წელს გადაეცა. ამ პერიოდში სწორედ ის იყო მუსიკოსის მთავარი ინსტრუმენტი. 

ბონუსად მყიდველმა სახლში  მუსიკოსის თეთრი პერანგი და თეთრი ხელთათმანებიც წაიღო, რომლებიც ვან ჰალენს იმავე ვიდეოში აცვია. 

ედი ვან ჰალენი 2020 წელს 65 წლის ასაკში სიმსივნესთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. 

ნახეთ ვან ჰალენის Hot For Teacher

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნინო ქათამაძის ჯაზი „დედაენაში“

შემდეგი სტატია

კიმ კარდაშიანი American Horror Story-ში ითამაშებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი