Tamada-ს ევროპული ტურნე და ახალი ეტაპი შემოქმედებაში

„დიდი დაინტერესება წამოვიდა სხვადასხვა ქვეყნიდან და ახლა უკვე Tamada შეიძლება უფრო მეტად საქართველოს ფარგლებს გარეთ იყოს, ვიდრე საქართველოში.”
თამადა

აპრილის ბოლოს Tamada-მ ევროპული ტურნე დაიწყო. ტურნემ სახელწოდებით Last Supper Tour სტარტი ბათუმში აიღო და ევროპის სხვადასხვა ქალაქში ივნისამდე გაგრძელდება. ტურნესა და სამომავლო გეგმებზე Tamada Billboard საქართველოს ესაუბრა.

Tamada:

„Last Supper Tour 28 აპრილს ბათუმის კონცერტით დაიწყო. 30 აპრილს უკვე ბერლინში დავუკარით open air-ზე, სადაც ჰედლაინერები ვიყავით და ძალიან წარმატებული გამოსვლა გვქონდა. შემდეგ ისევ თბილისი იყო. ახლა კი Bedford Falls-ს ვუერთდებით თავიანთ ტურში და 19, 21, 23 მაისს გვექნება კონცერტები რიგაში, ვილნიუსსა და ტალინში. მიწვეული მუსიკოსები ვართ და ასე ვთქვათ, double gig გამოდის – ჩვენ და Bedford Falls.

ამის შემდეგ ისევ თბილისში ჩამოვდივართ 4GB-სთვის, რომელიც ასევე Last Supper Tour-ის ნაწილია. მერე უკვე მივდივართ გერმანიაში, სადაც ბერლინსა და ჰამბურგში დავუკრავთ. 11 ივნისს დავასრულებთ ამ ტურნეს, თუმცა უკვე დაგეგმილი გვაქვს შემდეგი ტურებიც – იგივე ამერიკის ტური, აზიის ტური. ნოემბერში და დეკემბერშიც კი ვიცით უკვე ჩვენი ტურნეები. ზოგადად დიდი დაინტერესება წამოვიდა სხვადასხვა ქვეყნიდან და ახლა უკვე Tamada შეიძლება უფრო მეტად საქართველოს ფარგლებს გარეთ იყოს, ვიდრე საქართველოში. ჩვენი პოლიტიკაც ეგაა – უფრო ხშირი გასვლა. Tamada თავიდანვე საერთაშორისო პროექტად იყო ჩაფიქრებული. უბრალოდ პანდემიის დროს მომიწია აქ დარჩენა და აქაური რესურსების გამოყენება, თორემ მე Tamada ბერლინში გავაკეთე და იქიდან ვაპირებდი პროექტის განხორციელებას. 

ამჟამად ბერლინურ-არაბულ ლეიბლთან Alt Orient-თან ვთანამშრომლობთ, რომელიც, თავის მხრივ, თანამშრომლობს გერმანელ აგენტებთან. Მათ ახლა, ასე ვთქვათ, სატესტო რეჟიმში ვყავართ აყვანილი, რომ სამომავლოდ გახდნენ ჩვენი აგენტები. ბევრი ლეიბლია ჩვენი აყვანითა და ჩვენთან მუშაობით დაინტერესებული. ექსპერიმენტული მუსიკაა და განსაკუთრებული და ინდივიდუალური საუნდია – არ ჰგავს იმას, რაც მათ უკვე იციან. თუმცა ამავე დროს საბაზისო მუსიკა მათთვის ნაცნობია – ელექტრონული მუსიკა, რომელიც ახლოსაა მათთან. ზოგჯერ მიფიქრია, რომ საქართველოში არ ესმით ასე კარგად ის მუსიკალური ბაზისი, რა მუსიკალურ ბაზისზეც დგას Tamada. Რა თქმა უნდა, ის, რომ ელექტრონულ მუსიკაში ქართული ფესვებია ჩადებული, ამან განსაკუთრებული როლი ითამაშა. ჩემი სიმღერის სტილი, უცხო ენა, უცნაური ნამღერი მათთვის ძალიან მიმზიდველია.”

ამჟამად Tamada ახალ ალბომზე მუშაობს, რომელიც უახლოეს მომავალში გამოვა. ალბომი მუსიკოსის შემოქმედების ახალი ეტაპია, რომელზეც მსმენელი შედარებით სახეცვლილ თამადას იხილავს. 

„ალბომში ახალი კომპოზიციები შევა. უფრო მეტი ექსპერიმენტი იქნება და უფრო წმინდა და თანამედროვე საუნდია. აი, ზუსტად ახლა რა საუნდშიც მუშაობს სამყარო, იმ საუნდშია და ძალიან მიხარია, რომ ამის მიღწევა შევძელით. ვიზუალურადაც ცოტა იცვლება Tamada-ს კონცეფცია. ჩაცმულობიდან დაწყებული, იგივე ალბომის ყდებიც… იმიჯი, რომელიც Tamada-ს ჰქონდა, რჩება, თუმცა ეს იმიჯი იქნება უფრო სუფთა ისევე, როგორც მუსიკა. აქამდე ჩვენი მუსიკა უფრო აგრესიულად ჟღერდა. ეს ჩანაფიქრიც იყო ასეთი – უცებ გამოხეთქვა და ცოტა შოკების მიცემა ხალხისთვის. ახალი ალბომი და Tamada-ს ეს ეტაპი კი გაცილებით სუფთა და უფრო მშვიდი იქნება.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სექსუალური ძალადობის ბრალდებების შემდეგ, მერლინ მენსონი ახალ მუსიკას აანონსებს

შემდეგი სტატია

„აფრო-ამერიკული მუსიკის ეროვნული მუზეუმი“ მისი ელოტისა და Atlantic Records-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი