Foo Fighters-ისთვის ბოლო რამდენიმე კვირა განსაკუთრებით ემოციური იყო, რადგან ბენდმა პირველად დაუკრა მათი დრამერის ტეილორ ჰოუკინსის გარეშე. ჰოუკინსის გარდაცვალების ერთწლიანი გლოვის შემდეგ (დრამერი გასული წლის მარტში 50 წლის ასაკში გარდაიცვალა, როცა ბენდი სამხრეთ ამერიკაში ტურნეს მართავდა), მომღერალმა და გიტარისტმა დეივ გროლმა ემოციური წერილი გაავრცელა. ის ფანებს მადლობას უხდის ბენდისთვის მძიმე დროს მხარდაჭერისთვის.
„გამარჯობა, დიდი ხანია არ შევხვედრილვართ. ახლა, როცა სცენაზე დავბრუნდით, მადლობა უნდა გადაგიხადოთ ყველას, რომ მთელი ეს პერიოდი ჩვენ გვერდით იყავით. ყოველ ღამით, როცა გხედავთ, როგორ მღერით, ეს მე ძალას მაძლევს, რომ უფრო კარგად ვიმღერო. როცა გხედავთ, როგორ ყვირით, ეს მე ძალას მაძლევს, უფრო ხმამაღლა ვიყვირო. როცა თქვენს ცრემლებს ვხედავ, თავად მომდის ცრემლები. და როცა თქვენს სიხარულს ვხედავ, ეს მე მაბედნიერებს. მაგრამ მთავარია, რომ მე თქვენ გხედავთ… და თქვენი დანახვა ყოველთვის კარგი გრძნობაა, როცა ჩვენ ამ ემოციებს ერთად ვიზიარებთ. Რადგან ჩვენ ამას ყოველთვის ერთად ვაკეთებდით.”
Foo Fighters-მა ახალ დრამერ ჯოშ ფრიზთან ერთად პირველი ტურნე 24 მაისს დაიწყო. ბენდმა ტეილორ ჰოუკინსს კიდევ ერთხელ მიაგო პატივი ფესტივალზე Boston Calling, სადაც მათ სცენაზე გარდაცვლილი დრამერის ადგილზე მისი თინეიჯერი ვაჟი შეინი მოიწვიეს I’ll Stick Around-ის შესასრულებლად. მანამდე, სექტემბერში შეინ ჰოუკინსმა აუდიტორია უკვე გააოცა, როცა მისი მამისადმი მიძღვნილ კონცერტზე ლონდონში My Hero შეასრულა.
ნახეთ დეივ გროლის პოსტი: