გიორგი გიგაშვილის და Nikala-ს „სერიოზული მუსიკა” კონსერვატორიის სცენაზე

კონცერტი პერფორმანსის ელემენტებით გამოირჩეოდა და ის ერთგვარი სასცენო ექსპერიმენტის სახეს ატარებდა.

18 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გიორგი გიგაშვილის და Nikala-ს კონცერტი სახელწოდებით „სერიოზული მუსიკა” გაიმართა. „სერიოზული მუსიკა” აკადემიური და ელექტრონული მუსიკის სინთეზია, სადაც კლასიკა თანამედროვეობას შეხვდა. აღსანიშნავია, რომ კონცერტი პერფორმანსის ელემენტებით გამოირჩეოდა – ის ერთგვარი სასცენო ექსპერიმენტის და სახელოვნებო მანიფესტის სახეს ატარებდა. მუსიკალური პროგრამის ძირითადი ნაწილის დაწყების წინ, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე გიორგი გიგაშვილმა წარწერით – „ხელოვნება დამოუკიდებელია და პოლიტიკური“ საკუთარი, როგორც არტისტის დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გამოხატა. 

კონცერტზე გაჟღერდა როგორც კლასიკური მუსიკა, ასევე მსოფლიო ჰიტები. პროგრამა მოიცავდა ქართული მუსიკის სახელგანთქმულ ნაწარმოებებსაც. 

მუსიკალური საღამოს გახსნაზე აუდიტორიამ გიორგი გიგაშვილის მიმართვა მოისმინა, რომელიც პროექტის წარმდგენი ნაწილი იყო: „წარმოგიდგენთ ჩემი და Nikalaს სავტორო კონცერტს, რომელსაც ჰქვია „სერიოზული მუსიკა“. ეს სერიოზული მუსიკა გახლავთ ბრჭყალებში ჩასმული, რადგან პირდაპირ გეტყვით, რომ არ არსებობს სერიოზული მუსიკა.“

როგორც გიორგი გიგაშვილმა აღნიშნა, არ შეიძლება მუსიკა რაიმე ჩარჩოებში ჩავსვათ და გარკვეულ ჟანრებს სერიოზული, ან არასერიოზული მუსიკის სტატუსი მივანიჭოთ. მუსიკოსის ეს შეფასება საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობა. სწორედ ეს პირადი გამოცდილება გახდა პროექტის მთავარი ინსპირაცია. „სერიოზული მუსიკა” ერთგვარი პასუხია მუსიკის სტერეოტიპულ აღქმაზე.

კონცერტის მსვლელობისას გიორგი გიგაშვილთან და ნიკალასთან ერთად სცენაზე კატო კვარაცხელიაც წარდგა.

მუსიკალურ პროექტს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი ნანა შარიქაძეც გამოეხმაურა. კონცერტის დასრულების შემდეგ მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. „კონცერტი-მანიფესტი  თავისუფლებაზე, ნიჭიერებაზე, სილაღეზე, ხელოვნებაზე, არტისტზე, ინდივიდის სათქმელზე, დამოუკიდებელ ხელოვნებაზე…“ – წერს ნანა შარიქაძე. 

კონცერტი კომპანია “სარაჯიშვილის“ მხარდაჭერით გაიმართა.

ნახეთ ვიდეო, რომელშიც გიორგი გიგაშვილი საუბრობს კონცერტზე – „სერიოზული მუსიკა“:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

U2 - 2018 წლის 23 ოქტომბერი, ლონდონი

U2-ს ახალი სიმღერის Atomic City-ის დებიუტი შედგა

შემდეგი სტატია

რასელ ბრანდი, 2014 წლის 6 ოქტომბერი, ლონდონი, ფოტო: მაიკლ მარსლენდი

ინგლისელი მსახიობი რასელ ბრანდი ბრიტანულ გამოცემებში გამოქვეყნებულ ბრალდებას სექსუალური ძალადობის შესახებ უარყოფს

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო The Weeknd-მა ალბომის გამოცემა  გადადო და Rose Bowl-ში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

ხმაურიანად დაანონსებული Hurry Up Tomorrow არტისტის ალბომების ტრილოგიის მესამე ნაწილია და ის 2024 წლის 24 იანვარს უნდა გამოსულიყო.
მეტი