GMI-ს მხარდაჭერით ევროპის მასშტაბით უმსხვილეს საერთაშორისო მუსიკალურ სამიტზე და Palma Songwriting Camp-ზე ქართველი არტისტი Lua წარდგება

„გვინდა, რომ ამას სისტემური ხასიათი მივცეთ და ყოველ წელს მინიმუმ ერთი ქართველი მოხვდეს Songwriting Camp-ში, რაც იქნება დიდი შანსი ქართველი არტისტებისთვის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გამოვიდნენ.” – ზურაბ ბეჟაშვილი GMI-ს დირექტორი.

საერთაშორისო მუსიკის გამომცემელთა ფორუმი IMPF ყოველწლიურად მუსიკალურ სამიტს და Palma Songwriting Camp-ს მართავს. წელს პირველად ე.წ. შორტლისტში ქართველი არტისტი Lua მოხვდა, რომელიც საქართველოს საავტორო უფლებების მართვის კომპანიამ, GMI-მ წარადგინა. 

Palma Songwriting Camp-ი 6 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით ესპანეთის ქალაქ, პალმა-დე-მალიორკაზე გაიმართება.

ზურაბ ბეჟაშვილი – GMI Rights Management-ის დირექტორი

„აღნიშნული Songwriting Camp-ი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც არის ყველაზე მსხვილი Songwriting Camp-ი  ევროპის მასშტაბით. Camp-ის პარალელურად მუსიკალური კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც  ორასამდე მუსიკალური სტუდია და გამომცემლობა ესწრება. შესაბამისად მუსიკალური გამომცემლები, სტუდიები და არტისტები ერთდროულად ჩავდივართ და ბოლო დღეს არის შეჯამება, როდესაც ამ Songwriting Camp-ის ფარგლებში დაწერილ ნაწარმოებებს არტისტები სტუდიებსა და გამომცემლობებს წარუდგენენ. ხდება დაკვირვება და თუ რომელიმეში მნიშვნელოვანი რამ შეინიშნეს, შეიძლება არტისტმა ძალიან მნიშვნელოვანი შემოთავაზება მიიღოს. ეს ერთი, რატომაც არის მნიშვნელოვანი ეს ღონისძიება. მეორე, რატომაც არის მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოდან არასდროს ყოფილა მონაწილე ამ Songwriting Camp-ზე. შარშან ვიყავით ჩვენ GMI-ის წარმომადგენლები, ვინც პირველად მივიღეთ მონაწილეობა და დავისახეთ მიზნად, რომ შემდეგ Songwriting Camp-ზე აუცილებლად უნდა მიგვეცა რომელიმე ქართველი არტისტისთვის შანსი. შესაბამისად, ერთი წელი ვიმუშავეთ იმაზე, რომ მოგვემზადებინა ნიადაგი და წარგვედგინა ქართველი არტისტი და ძალიან სასიხარულოა ის, რომ წელს, ე.წ. შორთლისტში მოხვდა Lua, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და შვიდი დღის განმავლობაში იმუშავებს სხვა კომპოზიტორებთან და არტისტებთან ახალი მუსიკალური ნაწარმოების შექმნაში, რომელიც, როგორც გითხარით მოხდება ამ Songwriting Camp-ის ბოლოს.

რეალურად ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, ძალიან დიდი აღიარება და საქართველოს გამოჩენა ამ რადარში, იმიტომ რომ აქამდე, არცერთ ქართველს არ  ქონია შესაძლებლობა, რომ ამ Camp-ში მიეღო მონაწილეობა არათუ შორთლისტში მოხვედრილიყო.

გვინდა, რომ ამას სისტემური ხასიათი მივცეთ და ყოველ წელს მინიმუმ ერთი ქართველი მოხვდეს Songwriting Camp-ში, რაც იქნება დიდი შანსი ქართველი არტისტებისთვის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გამოვიდნენ.“ 

Lua

აღსანიშნავია, რომ ქართული მუსიკალური ინდუსტრიის ისტორიაში  მსგავს საერთაშორისო მუსიკალურ ფორუმში და Songwriting Camp-ში ქართველი არტისტი პირველად იღებს მონაწილეობას. ეს არტისტი კი, ქართველი მსმენელისთვის ნაცნობი მუსიკოსი  Lua, რომელმაც ცოტა ხნის წინ გოგოების ბენდი შექმნა და პირველი ქართულენოვანი სადებიუტო სინგლი „გოგო არ!” გამოსცა.

Lua

„Songwriting Camp-ში აქამდე არასდროს მიმიღია მონაწილეობა. ზოგადად, არანაირ Camp-ში არ მიმიღია მონაწილეობა, თუმცა სურვილი სულ მქონდა და მითუმეტეს ახლა, Songwriting Camp რადგან არის, ჩემი ზუსტი პროფესიის Songwriting-ის შესაბამისია და ძალიან მიხარია, რომ მსგავს გამოცდილებას მივიღებ. საინტერესო ის არის, რომ როგორც ვიცი, ყოველდღე მოგვიწევს ახალი სიმღერის დაწერა, ჩაწერა და მუშაობა, რაც ასევე გამოწვევაა, რადგან სიმღერის წერას მე სპორტულად არ ვუდგები. ეს ერთგვარად ჩემი კომფორტის ზონიდან გამოსვლა იქნება, მაგრამ ჩემთვის ეს საინტერესოც არის და კარგი გამოცდილებაც. მოლოდინი მაქვს, რომ ბევრი კარგი ვორკშოფი ჩატარდება, როგორც არტისტს და პროდიუსერს გამზრდის, იმიტომ რომ თვითონ ამ Camp-ში აარჩიეს რამდენიმე არტისტი და რამდენიმე არტისტ პროდიუსერი და მე როგორც არტისტ პროდიუსერი ესე მივდივარ. მითუმეტეს ახალი დაწყებული მაქვს პროდიუსინგი და მიხარია, რომ უფრო მეტს გავიგებ ამის შესახებ. ვორკშოფები ზუსტად იმის საშუალებას გაძლევს, რომ ტექნიკურად  ხრიკებში და დეტალებში უფრო უკეთ გაერკვე და შენ ცოდნას ახალი შემატო, რაც მერე სამომავლოდ გამოგადგება. 

ეს გასვლა იმ მხრივაც არის კარგი, რომ Camp-ის ბოლოს ხდება Palma Record-ში ჩაწერილი შენივე სიმღერების მოსმენა ისეთი ხალხისგან, ვინც საინტერესო არტისტს ეძებს, რის ფარგლებშიც შეიძლება აღმოგაჩინონ და კარგი შეთავაზება მიიღო.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალმა გამარჯვებულები გამოავლინა

შემდეგი სტატია

ქართველი რეჟისორი, რომელიც მსოფლიო მუსიკალურ, კინო და სარეკლამო ინდუსტრიაში მოღვაწეობს – ინტერვიუ ლადო კვატანიასთან

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი