JAZZ & WINE Kakheti –  მუსიკალური ფესტივალი წელს უკვე მეშვიდედ გაიმართება

14 ოქტომბერს, JAZZ & WINE Kakheti – ტრადიციულად წინანდლის მამულში საინტერესო პროგრამით წარდგება.

JAZZ & WINE Kakheti წლიდან წლამდე პოპულარობას და ავტორიტეტს იძენს. წელსაც, ფესტივალი მსმენელს საინტერესო და მრავალფეროვან პროგრამას ჰპირდება. ერთდღიანი ფესტივალი დღის პირველ საათზე ღვინის დეგუსტაციით დაიწყება, სადაც მონაწილეობას 30-მდე მეწარმე მიიღებს. წელს, სტუმარი ქვეყნის სტატუსით იტალია იქნება წარმოდგენილი.

ამფითეატრის სცენაზე მუსიკალურ პროგრამას დღის ორ საათზე იტალიური ბენდი Salt Peanuts გახსნის, სადაც სპეციალური სტუმრის სტატუსით სარა ჯეინ გიოტი იმღერებს. საღამოს ხუთ საათზე,  დამსწრე საზოგადოება სტუმარი ქვეყნის – იტალიის შეფ მზარეულის, მაურიციო სიცილიანოს საფირმო კერძების დაგემოვნებას შეძლებს. საღამოს შვიდ საათზე, მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, ცნობილი ჯაზ ინოვატორი, ამერიკელი მესაყვირე თეო ქროკერი და მისი კვარტეტი სცენაზე წარდგება. ფესტივალის კულმინაციური ნაწილი კი ამფითეატრში, გერმანული მუსიკალური დუეტის Mo’ Horizons შოუთი დასრულდება.

„ისთერნ-ფრომოუშენის“ დირექტორი გიორგი კერესელიძე

„პირველი რიგში იმას აღვნიშნავ, რომ ტრადიციულად ფესტივალი წინანდლის მამულში უკვე რამდენიმე წელია ტარდება. ფესტივალი იმით არის გამორჩეული, რომ ერთდროულად ისტორიის და კულტურის საინტერესო მიქსი ხდება. ღვინო როგორც საქართველოს იდენტობის მაჩვენებელი და ხელოვნება.  ჯაზი და მიქსი მსოფლიოში აპრობირებული ფესტივალებია სხვადასხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც ღვინის წარმოება ხდება და ჩვენც ვიფიქრეთ, რომ საქართველოსაც მოუხდებოდა მსგავსი სახის ფესტივალი. მე მგონი, ძალიან განსხვავებული და ორიგინალური ფესტივალია სხვა ფესტივალებთან შედარებით, რასაც დამსწრე საზოგადოებაც ყოველთვის აღნიშნავს ხოლმე, რომ განსხვავებული და თავისუფალი ატმოსფეროა ამ ფესტივალზე. რაც მთავარია, საშუალება გაქვს უნიკალური ღვინოები დააგემოვნო. პლუს ამას, რამდენიმე წელია მასპინძელი ქვეყანა გვყავს, შარშან ამერიკის შეერთებული შტატები იყო მასპინძელი ქვეყანა, წელს იტალიაა. ამ პროექტში ძალიან აქტიურად არის იტალიის საელჩოც ჩართული. სპეციალურად ფესტივალისთვის  სცენასთან ახლოს იტალიური კერძებს მოამზადებს იტალიელი შეფი მაურიციო სიცილიანო, რაც ერთგვარად კულინარიული წარმოდგენის სახესაც მიიღებს.

რაც მთავარია, ყველაფერი ეს მუსიკის თანხლებით ხდება. ამ არაჩვეულებრივ გარემოში, ორი საათიდან, უკვე მუსიკალური პროგრამა იწყება. ჯგუფი Salt Peanuts გახსნის ფესტივალს, რომლის შემადგენლობაში ვოკალისტი სარა ჯეინ გიოტი გახლავთ. შვიდი საათისკენ ბოლრუმის ტერიტორიაზე, აუდიტორიის წინაშე თანამედროვე ჯაზის თვალსაჩინო ვარსკვლავი – თეო ქროკერი თავის კვარტეტთან ერთად წარდგება. ათი საათისკენ, მუსიკალურ და ღვინით დახუნძლულ დღეს Mo’Horizons დახურავს. ასეთი საინტერესო პროგრამაა და როგორც ყოველთვის, დამსწრე საზოგადოება  წლევანდელი JAZZ & WINE Kakheti-ის ფესტივალით წელსაც კმაყოფილი დარჩება.“

ფესტივალის ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„მე საქართველოდან ვარ და ჩემმა ქვეყანამაც არაერთხელ გადაიტანა ომი” – ლიზი გოზალიშვილის შთამბეჭდავი გამოსვლა გერმანული Voice-ის სცენაზე

შემდეგი სტატია

„Billboard საქართველოს“ ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფესტივალ „საჩუქარისა” და ვენეციის ბიენალეს უნიკალური შესაძლებლობა ქართველ ხელოვანებს

პროექტის პრეზენტაცია 7 ოქტომბერს კინომსახიობთა თეატრში გაიმართება. ნამუშევრების შემოტანის ბოლო ვადა 20 ოქტომბერია.
მეტი

თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „არტისტერიუმი” იხსნება

ფესტივალის წლევანდელი თემა სახელოვნებო განათლებაა, რომლის გარშემოც 10 ოქტომბრამდე სხვადასხვა შინაარსის ვორკშოპები გაიმართება.
მეტი