Rage Against The Machine კონცერტებს აღარ გამართავს

„მინდა გითხრათ, რომ RATM (ტიმი, ზაკი, ტომი და მე) აღარც ტურნეში და აღარც ლაივში აღარ დავუკრავთ,”- დაწერა ბრედ უილკმა.
Rage Against The Machine
Niels van Iperen/Getty Images

Rage Against The Machine-ის ფანებს ბრაზისგან დაცლა ახლა სხვა გზებით მოუწევთ, რადგან 90-იანების როკის ლეგენდები ლაივში აღარ დაუკრავენ. ამის შესახებ ბენდის დრამერმა ბრედ უილკმა სოციალურ ქსელში დაწერა. თავად ჯგუფმა კი ტვიტერზე გააზიარა Blabbermouth სტატია, რომელიც, თავის მხრივ, უილკის სტატუსზეა დაფუძნებული. 

ბრედ უილკი ინსტაგრამზე წერდა: „ვიცი, რომ ბევრი ადამიანი გველოდება, რომ ჩვენი გაუქმებული შოუების ახალი თარიღები დავაანონსოთ. მაგრამ არ მინდა, რომ ეს ადამიანები ან ჩემი თავი მოვატყუო. მინდა იცოდეთ, რომ RATM (ტიმი, ზაკი, ტომი და მე) აღარც ტურნეში და აღარც ლაივში აღარ დავუკრავთ.”

Პოსტი არ გაუზიარებიათ ჯგუფის ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებს და ჯერჯერობით უცნობია, გაგრძელდება თუ არა ჯგუფის სტუდიური საქმიანობა. ბენდის წევრებს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

RATM 2023 წელს როკ-ენროლის დიდების დარბაზში ხუთი მცდელობის შემდეგ შევიდა. ბენდს შიგნით პრობლემები ჯერ კიდევ მაშინ გახდა ცხადი – Შესვლის ცერემონიას ჯგუფიდან მხოლოდ გიტარისტი ტომ მორელო ესწრებოდა. 

1991-2000 წლებში RATM-ს ოთხი ალბომი აქვს გამოცემული. მათ შორის ორი Billboard-ის 200 ალბომის ჩარტის ლიდერი გახდა. 2007 წლიდან ბენდი ძირითადად ლაივ შესრულებაზე გადაერთო.

2023 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლასთან დაკავშირებით ჯგუფმა განცხადება გაავრცელა: „ბენდი, რომელმაც ისტორიაში პირველად ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა დახურა. ბენდი, რომელიც ძალოვანი ორგანიზაციების სამიზნე იყო, რათა ჩვენთვის სრულად გაყიდულ არენებზე გამოსვლა აეკრძალათ, რადგან ხმას ვიმაღლებდით პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებლად. Ბენდი, რომელმაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს უჩივლა ფაშისტური ქმედებებისთვის და ჩვენი მუსიკის უდანაშაულო ადამიანის საწამებლად გამოყენებისთვის. და ბენდი, რომელიც მეამბოხე სიმღერებს წერდა მიტოვებულ, ინდუსტრიულ საწყობში, რომელმაც შემდეგ სიმონ კოუელის X ფაქტორის პოპ მონოპოლია დაასრულა და დიდი ბრიტანეთის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა.”

დღეს უკვე დიდი ბრიტანეთის ჩარტების იტორიაა, რომ 2009 წელს RATM-ის სიმღერა Killing In The Name საშობაოდ ჩარტის ლიდერი გახდა და ამით დაასრულა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც საშობაო ჩარტის პირველ ადგილს მუდმივად X ფაქტორის გამარჯვებული იკავებდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯუნ კარტერ კეში June-ის ტრეილერში ჯონი კეშთან შეხვედრას იხსენებს

შემდეგი სტატია

1977 წლის შემდეგ პირველად ელვის პრესლი Billboard Hot 100-ის ჩარტის ტოპ ოცეულში მოხვდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი