2024 წლის 11 თებერვალს ამერიკული საფეხბურთო ლიგის ფინალური მატჩი, „სუპერ ბოული“ გაიმართა, სადაც კანზას-სიტის Chiefs და სან-ფრანცისკოს 49ers დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. თამაშს ტეილორ სვიფტი და პოლ მაკარტნიც ესწრნებოდნენ.
„ბიტლზის“ ლეგენდამ და ტეილორ სვიფტმა ერთმანეთი ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ მუსიკალურ პროექტში „მუსიკოსები მუსიკოსების შესახებ“ მონაწილეობისას გაიცნეს. მანამდე კი პოლ მაკარტნიმ აღნიშნა, რომ სიმღერა Who Cares, რომელიც მის 2018 წლის ალბომშია შესული, ტეილორ სვიფტისა და მისი გულშემატკივრების ურთიერთობით იყო შთაგონებული.
„ხშირად ვფიქრობდი ტეილორ სვიფტზე და მის თაყვანისმცემლებთან ურთეირთობაზე, იმაზე თუ როგორი ახლო ურთიერთობა აქვთ მათ. წარმოვიდგინე, თუ როგორ დაველაპარაკებოდი მეც ახალგაზრდა გულშემატკივარს, ვკითხავდი, ყოფილა თუ არა ოდესმე ბულინგის მსხვერპლი და შემდეგ დავფიქრდებოდი, ვის აინტერესებს ეს, ვინ ზრუნავს მათზე… კარგი მე ვიზრუნებ.” – განაცხადა პოლ მაკარტნიმ BBC-თან საუბრისას.
„სუპერ ბოულზე“ ტეილორ სვიფტი, რა თქმა უნდა, მხარს კანზას-სიტის უჭერდა, სადაც მისი მეგობარი ბიჭი, ტრევის კელსი თამაშობს.
Საბოლოოდ მატჩი სწორედ Chiefs-ის გამარჯვებით, 25-22 დასრულდა.