პოლ მაკარტნი Yesterday-ს ტექსტის შთაგონების გულდასაწყვეტ მომენტს იხსენებს: „მხოლოდ რეტროსპექტივაში შეგიძლია, ეს დააფასო”

A Life in Lyrics პოდკასტში მომღერალი საუბრობს ფრაზაზე: I said something wrong, now I long for yesterday და სინანულით იხსენებს მისი დაწერის ისტორიას.
პოლ მაკარტნი
kpa/United Archives via Getty Images

ყოველდღიური ცხოვრებისეული შემთხვევები, როგორც წესი, მუსიკოსების თავში გროვდება და თუ გაუმართლათ, ეს ინციდენტები შემდეგ სიმღერების ტექსტებში ტრანსფორმირდება და სამუდამოდ რჩება. არაერთი ასეთი შემთხვევა ჰქონია პოლ მაკარტნისაც. ერთ-ერთ მათგანზე მომღერალმა  A Life in Lyrics პოდკასტის ბოლო ეპიზოდში ისაუბრა.

ეპიზოდი ეხებოდა Beatles-ის ჰიტს Yesterday, რომელიც 1965 წელს შევიდა ჯგუფის ალბომში Help!. ეს მაკარტნის სოლო სიმღერაა, სადაც ის სიმებიანი კვარტეტის თანხლებით აკუსტიკურ გიტარაზე უკრავს.

მაკარტნიმ ყურადღება გაამახვილა სიმღერის ფრაზაზე: I said something wrong, now I long for yesterday (რაღაც არასწორი ვთქვი და ახლა გუშინდელ დღეს ვნატრობ) და გაამხილა, რომ ეს სიტყვები წლების წინ დედასთან გულდასაწყვეტი საუბრით იყო შთაგონებული. „ხანდახან მხოლოდ რეტროსპექტივაში შეგიძლია, ეს დააფასო,” აღნიშნა მომღერალმა და გაიხსენა დღე, როცა, მისი თქმით, დედას აწყენინა. 

მაკარტნი ჰყვება, რომ ერთ დღეს ის და თავისი დედა, რომელსაც, მომღერლის თქმით, ე.წ. Სამეფო (posh) აქცენტი ჰქონდა, ეზოში ისხდნენ. „ის წარმოშობით ირლანდიელი იყო, ექთანი, ასე რომ, ცოტა უფრო მაღლა იდგა. იმ დღეს საუბრისას თავისებური აქცენტით მთხოვა, ვიღაცისთვის რაღაც მეკითხა. მე კი შენიშვნა მივეცი სიტყვის Ask გამოთქმაზე და დავიწყე: „Arsk! Arsk! დედა, ask უნდა თქვა.” მას კი შერცხვა. შემდეგ გამახსენდა და ვიფიქრე: „ღმერთო, ნეტავ, ეს არასდროს მეთქვა მისთვის” და ეს ჩემს გონებაში ჩარჩა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი განსაკუთრებით ვნატრობდი, რომ ეს არ მეთქვა.” მაკარტნის დედა, მერი, 47 წლის ასაკში გარდაიცვალა, როცა მომღერალი 14 წლის იყო.

მაკარტნის თქმით, მას ცხოვრებაში რამდენიმე ასეთი პატარა შემთხვევა ახსოვს და იცის, რომ ის ადამიანები აუცილებლად აპატიებდნენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც სურს, ჰქონდეს საშლელი, რომლითაც Yesterday-ში აღბეჭდილ ამ მომენტის წაშლას შეძლებდა. 

პოლ მაკარტნის პოდკასტს შეგიძლიათ მოუსმინოთ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯორჯ ჰარისონი და პატი ბოიდი, 1966 წლის 14 თებერვალი.

ერიკ კლეპტონის სასიყვარულო წერილები, რომლებიც ჯორჯ ჰარისონის იმდროინდელ მეუღლეს, პატი ბოიდს ეძღვნება, უქციონზე გაიყიდება

შემდეგი სტატია

ჯოუი ფეტოუნი, ლენს ბასი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, JC Chasez და კრის კირკპატრიკი NSYNC-დან 2023 წლის MTV-ის დაჯილდოებაზე, 12 სექტემბერი, ნიუ ჯერსი. ფოტო: კევინ მაზური

ჯასტინ ტიმბერლეიკი ახალ ალბომში NSYNC-თან თანამშრომლობას ადასტურებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი