ნანი ბრეგვაძე და მანანა მენაბდე ქართული ბრენდის Situationist-ის სარეკლამო კამპანიის სახეები არიან

Situationist-ის სარეკლამო კამპანია მსოფლიო მასშტაბით წარმატებით მოღვაწე ქართველმა ფოტოგრაფმა, დავით გიორგაძემ გადაიღო.
ფოტო: დავით გიორგაძე/Situationist IG

ქართულმა ბრენდმა, სახელწოდებით Situationist ნანი ბრეგვაძე და მანანა მენაბდე სარეკლამო კამპანიაში გადაიღო. მუსიკოსები ბრენდის 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის სახეები არიან. Situationist-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი დიზაინერი ირაკლი რუსაძეა, ხოლო ფოტო დავით გიორგაძეს ეკუთვნის.

დავით გიორგაძე მსოფლიო მოდის ფოტოგრაფიაში წარმატებით მოღვაწეობს. მის ობიექტივში სხვადასხვა დროს  მოხვდნენ: ბილი აილიში, ტიმოთი შალამე, The Weeknd, კენდალ ჯენერი, პამელა ანდერსონი, ბიანკა ბალტი და სხვა მსოფლიო ვარსკვლავები. გიორგაძემ სხვადასხვა დროს ითანამშრომლა ისეთ მედია გამოცემებთან, როგორებიც არის: კორეული Vogue, Dazed და სხვა. ქართველ ფოტოგრაფს ასევე ნამუშევარი აქვს წამყვანი მოდის სახლების კამპანიებზე, მათ შორის არის GUCCI, Burberry, Etro და ასე შემდეგ. 

რაც შეეხება Situationist-ს, ის ქართული ბრენდია, რომელიც არაერთხელ მოხვდა პარიზის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში. მოდის სახლის კამპანიებში ხშირად აქცენტირებულია ქართული ტრადიციები, ისტორია, ეთნოგრაფიული, თუ კულტურული მემკვიდრეობის ელემენტები. 

იხილეთ Situationist-ის  ოფიციალურ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოები,  რომლებზეც ნანი ბრეგვაძე და მანანა მენაბდე არიან აღბეჭდილი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ სვიფტმა სინგაპურთან ოჯახურ კავშირზე ისაუბრა

შემდეგი სტატია

ბონო, 2018 წლის 10 ოქტომბერი, ბელგია. ფოტო: ოლივერ ჰოსლეტი

ბონოს ავტობიოგრაფიული აუდიოწიგნი Surrender 2024 წლის გამარჯვებულად დასახელდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი