ნინი ნუცუბიძე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკალური დაჯილდოების, Billboard Women in Music-ის Global Force-ის ნომინანტთა სიაშია

„ნუცუბიძის შემოქმედებაში ქართული კულტურა ექსპერიმენტულ ელექტრონულ მუსიკას ერწყმის,” – წერს Billboard.
ნინი ნუცუბიძე
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

Billboard Women in Music-ის ისტორიაში პირველად, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დაჯილდოების სიაში ქართველი ქალი მუსიკოსი დასახელდა. 2024 წლის Global Force-ის ნომინანტთა შორის ნინი ნუცუბიძე მოხვდა. 

Women in Music ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე ძველი და გავლენიანი მუსიკალური გამოცემა Billboard ატარებს. ღონისძიების მთავარი ჯილდო წლის ქალის ტიტულია, რომელიც მუსიკალურ ინდუსტრიაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის გადაეცემა ქალ მუსიკოსს, რომელიც თავისი შემოქმედებით შთაგონებას აძლევს ქალების თაობებს სხვადასხვა სფეროში. 

დაჯილდოების ცერემონია 6 მარტს ლოს-ანჯელესში გაიმართა. ამჯერად წლის ქალის ტიტულის მფლობელი Karol G გახდა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ კიდევ 10 ნომინაციაში, მათ შორის იყო ახალი კატეგორია Global Force. მის Სიაში კი იმ ქვეყნების წარმომადგენელი ქალი მუსიკოსები შევიდნენ, რომლებშიც Billboard ოფიციალურად მაუწყებლობს. Billboard Georgia-დან, შესაბამისად, საქართველოდან ამ სიაში ნინი ნუცუბიძე მოხვდა. Global Force-ის ნომინანტები Billboard-მა ინსტაგრამზე გააზიარა და მათ შესახებ სტატიაც დაწერა. 

„2024 წლის ორ თვეში ნინი ნუცუბიძემ უკვე ორი სინგლის გამოშვება მოახერხა: Nana Sh-t და Lutecia (Girl, You’re Gold), ასევე გამოსცა სამკომპოზიციანი EP –  Paper Planes. ნუცუბიძის შემოქმედებაში ქართული კულტურა ექსპერიმენტულ ელექტრონულ მუსიკას ერწყმის,” – ვკითხულობთ Billboard-ის სტატიაში.

კატეგორია Global Force წლევანდელ Billboard Women in Music-ზე პირველად ჩაეშვა. მისი მიზანი სხვადასხვა ქვეყნის მომღერლების, კომპოზიტორების, ინსტრუმენტალისტებისა და პროდიუსერების შემოქმედების მსოფლიოსთვის გაცნობაა.

ნახეთ Billboard-ის ინსტაგრამ პოსტი Global Force-ის ნომინანტებზე:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნუცი ნებიერიძე - Move On

ნუცი ნებიერიძის ახალი ვიდეო სიმღერაზე Move On

შემდეგი სტატია

გაიცანით Billboard Women In Music-ის დაჯილდოების Global Force კატეგორიის ნომინანტები

შეიძლება დაგაინტერესოთ

Something Beautiful – მაილი საირუსი ახალ ალბომს აანონსებს

Billboard Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდის ფარგლებში წამყვანებმა პროექტის პირველ ორ კომპოზიციაზე ისაუბრეს და განიხილეს, თუ რას უნდა ელოდეს მსმენელი ალბომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში.
მეტი

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი