აუტიზმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი

აღნიშნულ კონცერტში Kordz, თეონა ცირამუა, გორის ქალთა და ბავშვთა გუნდი და String Quintet-ი მონაწილეობენ.
ფოტო: „ფერადი ქალაქი” IG

1 აპრილს რუსთაველის ეროვნულ თეატრში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მუსიკოსი ალექს კორძაია (Kordz), თეონა ცირამუა და გორის ქალთა გუნდი, ასევე სიმებიანი კვინტეტი: სესილია სანებლიძე, მილენა ჯალალბეკოვა, ელენე გოგოძე, გიორგი გურგენაძე და იაკო კვალიაშვილი მონაწილეობენ.

თეონა ცირამუა, გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი:

„1 აპრილის ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს გორის ქალთა გუნდი და ასევე გორის ბავშვთა გუნდი, რაც ერთგვარი სიურპრიზი იქნება იქ მყოფი მსმენელისთვის. Kordz-ის ორ ნომერს შევასრულებთ: პირველ ნომერს ქალთა გუნდი იმღერებს, მეორე ნომერს კი ბავშვთა გუნდი ჩემი ხელმძღვანელობით. სპეციალურად ჩავრთე ბავშვები ამ ღონისძიებაში, რადგან ასეთ საქველმოქმედო საღამოს ეს სხვა დატვირთვას სძენს. მიხარია და ბავშვებსაც ძალიან უხარიათ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა,  Kordz გამორჩეულად უყვართ და ბედნიერები არიან, რომ მასთან ერთად მოუწევთ სცენაზე დგომა. 

ზოგადად, რაც ამ საქველმოქმედო ღონისძიებას შეეხება, როდესაც არსებობს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელსაც ჩვენი დახმარება სჭირდება, მეც და ჩემი გუნდიც ამას ყოველთვის სიამოვნებით ვაკეთებთ. გვიხარია, რომ მსგავს ღონისძიებაში ვიღებთ მონაწილეობას და პატარა აგურს, როგორც იტყვიან ხოლმე, ჩვენც დავდებთ ამ კეთილ საქმეში.” 

საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებას, აუტიზმის ეროვნული ცენტრის ფერადი ქალაქის მშენებლობას და აუტიზმის მქონე მოზარდებისთვის და ზრდასრულებითვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სერვისების მიღებას  მოხმარდება.

რუსთაველის სცენაზე აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლების საქველმოქმედო ფონდის ორგნიზებით ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით საქველმოქმედო კონცერტი 1 აპრილს,  21:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა კი დაინტერესებულ პირებს Tkt.ge – ს საშუალებით შეეძლებათ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქართველმა მუსიკოსებმა დელიბის ოპერიდან „ლაკმე” ცნობილი „ყვავილების დუეტი” ჩაწერეს

შემდეგი სტატია

ილონ მასკი და რუპერტ მერდოკი რუთ ბეიდერ გინსბურგის ჯილდოს აღარ მიიღებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლედი გაგა ჟასმინ საფაიანი

ნახეთ ლედი გაგას ახალი კინემატოგრაფიული, ვიდეო-კლიპი Disease

სუპერვარსკვლავმა კლიპის პარალელურად სიმღერა Die With a Smile-ის ცოცხალი ჩანაწერიც გამოაქვეყნა, რომელსაც ბრუნო მარსთან ერთად ასრულებს
მეტი

ზაზა ხუციშვილის სიმღერა ჰოლივუდის ფილმში გაჟღერდება, რომელშიც მთავარ როლს სილვესტერ სტალონე თამაშობს

„უღრუბლო ცას” შესულია ჯგუფ „ვაკის პარკის” 2003 წლის ალბომში „ახალი დღე”.
მეტი

2025 წლის გრემის დაჯილდოების პროგნოზები: საუკეთესო R&B სიმღერა და საუკეთესო R&B შესრულება

გთავაზობთ ამერიკული Billboard-ის სტატიას, რომელშიც ავტორმა განიხილა სამი კატეგორიის - საუკეთესო R&B შესრულების, საუკეთესო R&B სიმღერისა და საუკეთესო ტრადიციული R&B შესრულების პროგნოზები.
მეტი