1987 წელს INXS-მა მსოფლიოში ყველასთვის საყვარელი სიმღერა, Never Tear Us Apart გამოსცა, რომელსაც დღემდე აქტიურად უსმენენ.
INXS სიმღერის გამოსვლიდან 35 წლის იუბილეს აღსანიშნად ვიდეოკლიპის გადაღებისას კადრს მიღმა დარჩენილ მომენტებს და ბენდის გარდაცვლილი ფრონტმენის, მაიკლ ჰატჩენსის ინტერვიუს აქვეყნებს.
ენდრიუ ფარსი, INXS-ის სიმღერების თანაავტორი, პიანისტი და გიტარისტი, სიმღერის შექმნის ისტორიას ჰყვება. „როდესაც ჰაჩენსმა პირველად მოისმინა სიმღერა, გაეცინა. მას ის სასაცილოდ მოეჩვენა, რადგან ჩვენთვის ძალიან განსხვავებული სტილი იყო. თუმცა, შემდეგ მან გადაიფიქრა, აიღო დემოვერსია, შექმნა ტექსტი და ასე დაიბადა ჰიტი“, – აღნიშნავს ენდრიუ ფარსი.
კლიპის რეჟისორი რიჩარდ ლოვენშტეინია, რომელმაც კლიპში პრაღის შუა საუკუნის არქიტექტურული ძეგლები 8 მმ-იან ფირზე აღბეჭდა.
ვიდეო კლიპს Youtube-ზე 100 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
სიმღერის იუბილესთან დაკავშირებით გამოსულ ხუთწუთიან ვიდეოში ჰატჩენსი აღნიშნავს: „იქ ხალხის სულისკვეთება ფანტასტიკურია, ეს არის ზუსტად ის, რაც მე მიყვარს, რაც გაიძულებს, დააფასო ის, რაც გაქვს.“
როკ-ჯგუფი INXS აღარ არის აქტიური, ჯგუფის ფრონტმენი ჰატჩენსი 1997 წელს, 37 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1989 წლის ნოემბერში პრაღის შემოდგომა, „ხავერდოვანი რევოლუცია“ მოხდა, რამაც ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტური მმართველობა დაასრულა. გადაღებებიდან ხუთი წლის შემდეგ ქვეყანა სლოვაკეთად და ჩეხეთად გაიყო. მუსიკალური ვიდეო კლიპი ამ ფაქტამდე რამდენიმე წლით ადრეა გადაღებული.
„იმ პერიოდში რამდენიმე დაბრკოლება უნდა გადაგელახა, რომ პრაღაში გადაღების უფლება მიგეღო. ქალაქის ულამაზესი, რომანტიკული არქიტექტურა და ღირშესანიშნაობა ძალიან მოუხდა ამ სიმღერას. ჩვენმა ერთკვირიანმა მუშაობამ პრაღის ხიბლსა და კულტურაში ჩაძირვის შესაძლებლობა მოგვცა“, – ამბობს ჯგუფის გიტარისტი და საქსოფონისტი კირკ პენგილი.
სიმღერა Never Tear Us Apart INXS-ის მუსიკალურ კატალოგში, გამორჩეულია, ის ჯგუფის ყველაზე წარმატებულ ალბომ Kick-ში შედის, რომელიც ბილბორდ 200-ში მესამე ადგილზე იყო.
ნახეთ INXS-ის ვიდეო, კლიპის კადრის მიღმა გადაღებებიდან: